კრიპტო, როგორც მომავლის ფინანსური სისტემის მთავარი გმირი

Home » სიახლეები » კრიპტო, როგორც მომავლის ფინანსური სისტემის მთავარი გმირი
24/04/2020
კრიპტო, როგორც მომავლის ფინანსური სისტემის მთავარი გმირი

კრიპტოვალუტების სამყარო მუდმივი განხილვის საგანი იყო და დღესაც ასე რჩება. კრიპტოს გარშემო არსებული სკეპტიკური აზრების მიუხედავად, ფაქტია, მაკროეკონომიკური პეიზაჟი ისე ვითარდება, რომ კრიპტო, განსაკუთრებით კი ბიტკოინი, უფრო მეტ აზრს იძენს დღევანდელ მშფოთვარე რეალობაში.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მთელ მსოფლიოში ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობებმა დაიწყეს უმუშევრობის დაძლევისა და კორპორაციების გადარჩენის გზების ძიება.

მაგ. იაპონია ახალ გზებს ეძებს, რომ შეამციროს კორპორატიული ობლიგაციების და კომერციული ქაღალდის შესყიდვები. შეზღუდული ობლიგაციების ყიდვის პროგრამა წამოიწყო აშშ-მაც.

მსგავსი ნაბიჯების ფონზე, ექსპერტებმა სხვადასხვა განცხადებების კეთება დაიწყეს.

რაულ პალმა, Goldman Sachs-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა Global Macro Investor-ის აპრილის გამოცემაში ტრადიციული ფულის სისტემის უნარობას გაუსვა ხაზი და დაამატა, რომ კრიპტოვალუტა არის გამოსავალი. მან ასევე აღნიშნა, რომ ფიატის სისტემების ციფრულ ეკოსისტემაზე გადასვლისას, ყველაზე მეტად ბიტკოინი ისარგებლებს.

თამამი განაცხადია ისიც, რომ ექსპერტის აზრით, ბიტკოინს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიოს 100,000 აშშ დოლარს უახლოეს ორ წელიწადში.

”ეს არის ციფრული ღირებულების სანდო, დამოწმებული, უსაფრთხო, ფინანსური და სააღრიცხვო სისტემა. ეს არის ჩვენი ფინანსური მომავალი, დეცენტრალიზებული ფული და პლატფორმა, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს.” – დაამატა მან კრიპტოვალუტებზე საუბრისას.

მართლაც, საინტერესოა, რა პოზიციები ექნება კრიპტოვალუტას მომავლის ფინანსურ სისტემაში?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved