ლაითკოინის (LTC) ფასი 11%-ით გაიზარდა – ხარების შემდეგი სამიზნე $100-იანი ნიშნულია

Home » ლაითკოინი » ლაითკოინის (LTC) ფასი 11%-ით გაიზარდა – ხარების შემდეგი სამიზნე $100-იანი ნიშნულია
31/01/2020
ლაითკოინის (LTC) ფასი 11%-ით გაიზარდა – ხარების შემდეგი სამიზნე $100-იანი ნიშნულია

კრიპტოვალუტების ბაზარი ისევ მასიურ ძვრებს აჩვენებს, ამჯერად ლაითკოინის (LTC) მიმართულებით.

ბაზრის კაპიტალიზაციით მე-7 კრიპტოვალუტამ გასულ 24 საათში ფასის 11%-მდე ზრდა განიცადა და მისი ამჟამინდელი ფასი $67.16-ია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე საათის წინ აზიის ბაზარზე ლაითკოინის ფასში 20%-იანი ზრდა შეინიშნა და სავაჭრო ფასმა $70.21-ს მიაღწია. ამჯერად მისი პოზიციები ისევ მეშვიდე ადგილზეა, $4.3 მილიარდი ბაზრის ჯამური კაპიტალიზაციით.

თუ დღიურ ჩარტებს შევხედავთ, ფაქტია, რომ ტრენდი ხარულია, გრძელვადიან ჩარტებზე კი სამიზნედ $100-იანი ნიშნული მოჩანს.

საინტერესოა, რამ გამოიწვია ლაითკოინის ფასის ზრდა და რა ეფექტი ექნება ალტკოინების მიმართ გაზრდილ ინტერესს და ბიტკოინის მოსალოდნელ ჰალვინგს ლაითკოინის მომავალზე?

წყარო: http://bit.ly/36EWsK1

© 2018 MyCoins.ge all rights reserved