Coindesk-ის ანალიზის მიხედვით, ბიტკოინის (BTC) მაინერებმა ოქტომბერში შემოსავლის სახით $353 მილიონი მიიღეს, რაც სექტემბრის თვესთან შედარებით 8%-იანი ზრდაა. ეს მაჩვენებელი ოქტომბერში ბიტკოინის ფასის ზრდას უკავშირდება. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ ოქტომბრის თვე ფასის $13,800-იანი ნიშნულით დახურა.
![](https://static.coindesk.com/wp-content/uploads/2020/11/october-miner1-775x515.png?format=webp)
აღსანიშნავია, რომ კრიპტომოყვარულების გარკვეული ნაწილი ფასის ზრდას კვლავ ელის. მათი აზრით, თუ ზრდის ტენდენცია წლის მე-4 კვარტალშიც შენარჩუნდება, მაინერები შემოსავლების ზრდას 2020 წლის ბოლოს კვლავ უნდა ელოდნენ.
დღეს ბიტკოინი $13,336 ღირს და ამჯერად მისი ფასი 1.78%-იან კლებას განიცდის გასული 24 საათის მანძილზე. ფასის დინამიკა გასული 7 დღის განმავლობაში ასე გამოიყურება.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2020/11/chart-1-scaled.jpeg)
საინტერესოა, როგორ შეიცვლება ბიტკოინის (BTC) ფასი წლის ბოლომდე?