,,მალე კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფულს ჩაანაცვლებს” – Deutsche Bank

Home » სიახლეები » ,,მალე კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფულს ჩაანაცვლებს” – Deutsche Bank
13/12/2019
,,მალე კრიპტოვალუტა ტრადიციულ ფულს ჩაანაცვლებს” – Deutsche Bank

Deutsche Bank-მა, უმსხვილესმა ფინასნურმა და საინვესტიციო ინსტიტუტმა, 2030 წლის შესახებ თავისი ხედვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების პოპულარობა ძალიან მალე დიდ მასშტაბებს მიაღწევს.

რეპორტში აღნიშნულია, რომ მართალია კრიპტოვალუტებმა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვეს სათანადო ლეგიტიმაცია მიუხედავად დაცულობის, სისწრაფის, მინიმალური საკომისიოსა და შენახვის სიმარტივისა, თუმცა ეს პრობლემა მალე მოგვარებადია და კრიპტოვალუტების აღიარების შედეგები 2030 წელს იჩენს თავს. 

❝ დღემდე, ფულის სამყაროში, კრიპტოვალუტა თითქოს მხოლოდ დამატებითი ბენეფიტი იყო, ვიდრე არსებული ვალუტების შემცვლელი. შემდეგ 10 წელში ეს მარტივად შეიძლება შეიცვალოს. მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ გაიზრდება კრიპტოვალუტების გამოყენების არეალი და ამავდროულად, გაიზრდება მათი პოტენციალი ტრადიციული ვალუტის ჩანაცვლების მხრივ.

The Deutsche Bank-ის განცხადებით ამ პროცესების ხელშემწყობი ფაქტორები ჩინეთის და ინდოეთის მთავრობების კრიპტოვალუტების მიმართულებით მეტი დაინტერესებაა. 

რეპორტში ნაწინასწარმეტყველებია ისიც,  რომ ტრადიციული ვალუტის ინფლაცია უფრო და უფრო გაიზრდება, ეს კი გაზრდის ციფრული ვალუტის მოთხოვნას და ბლოკჩეინ საფულეს 2030 წლისთვის უკვე 200 მილიონი მომხმარებელი ეყოლება. 

The Deutsche Bank-ის განცხადებით, იმისთვის რომ კრიპტოვალუტებმა მასობრივი აღიარება მოიპოვონ, საჭიროა შემდეგი სამი დაბრკოლების გადალახვა. პირველ რიგში, კრიპტოვალუტა უნდა გახდეს მეტად ლეგიტიმური მთავრობისა და კანონმდებლების თვალში, რასაც მეორე მნიშვნელოვანი ბარიერის გადალახვით, ფასის დასტაბილურებით შეძლებს (მნიშვნელოვანია, რომ მას ბენეფიტი მოჰქონდეს მყდველისთვის და გამყიდველისთვის). მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი ისაა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა მასობრივად ხელმისაწვდომი გახდეს, რაც ისეთ გიგანტებთან კოლაბორაციას გულისხმობს, როგორიც Apple pay, Mastercard და Google Pay-ია.

რეალურად, ზუსტად არავინ იცის, რამდენად შეიძლება გაიზარდოს 10 წელში კრიტპოსავალუტო ბაზარი, თუმცა ერთი ფაქტი სახეზეა. დღეს კრიპტოვალუტები უკვე საკმაოდ მოთხოვნადია და სულ უფრო იზრდება მათი ბაზრის კაპიტალიზაციაც. გადახედე ფასებს მაიქოინსზე და შენც გახდი რევოლუციური, მომავლის ფულის მფლობელი.

წყარო: https://myc.ge/34kft2W

© 2018 MyCoins.ge all rights reserved