კითხვა, რომელზეც პასუხი მალე ყველა მშობელს დასჭირდება და google სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებათ, რადგან იქ არსებული მრავალი ახსნიდან უმეტესობა გაუგებარი იქნება თქვენი პატარებისათვის (თქვენთვისაც!).
- კრიპტოვალუტები არის ფული რომელსაც გამოიმუშავებს სპეციალური კომპიუტერები, აი სხვადასხვა თამაშებში რომ ქულები გიგროვდებათ ზუსტად ისე!
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2019/05/03-27-1.png)
- ეს კომპიუტერები მუშაოებენ ერთ სისტემაში, რომელსაც ბლოკჩეინი ჰქვია
- კრიპტოვალუტები, ეს ისეთი ფულია, რომელსაც ვერ შევეხებით, აი მაგალითად, როგორც მობილურში მოსული სმს წერილი განსხვავდება ფურცელზე დაწერილი წერილისაგან
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2019/05/02-73-1.png)
- ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და კიდევ სხვა, ეს ყველა კრიპტოვალუტაა. რა განსხვავებაა მათ შორის? მათ სხვადასხვა კომპიუტერები ქმნიან სხვადასხვა ტექნოლოგიებით, აი მაგალითად, როგორც ჩვეულებრივ ფულს სხვადასხვა ქვეყნები უშვებენ: ლარი-საქართელო, დოლარი-ამერიკა, რუბლი-რუსეთი დაახლოებით ასე
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2019/05/07-31.png)
- იმისათვის რომ კრიპტოვალუტები გავუგზავნოთ მეგობარს თქვენ უნდა გქონდეთ ინტერნეტი და თქვენი კრიპტოსაფულე კომპუტერში, როგორიცაა მაგალითად MyCoins.ge
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2019/05/04-16-1.png)
- კრიპტოვალუტები ჯერჯერობით მხოლოდ დიდებს აქვთ
- კრიპტოვალუტებით შეგიძლიათ იყიდოთ კამფეტები, სათამაშოები და კიდევ ბევრი რამ