მასკმა ჩიტი გაათავისუფლა და ძაღლმა ფრენა დაიწყო

Home » ბლოგი » მასკმა ჩიტი გაათავისუფლა და ძაღლმა ფრენა დაიწყო
09/11/2022
მასკმა ჩიტი გაათავისუფლა და ძაღლმა ფრენა დაიწყო

ჩიტი ტვიტერია (Twitter), ძაღლი კი – დოჯქოინი (DOGE), კრიპტო ვალუტა, რომელიც წლების წინ, შარჟის სახით შეიქმნა, მაგრამ ილონ მასკის წყალობით, დღეს კრიპტო ვალუტების რეიტინგში, ტოპ ათეულში „ბინადრობს“.

ჩიტი რომ „გათავისუფლდა“, ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ტვიტერშივე, ოქტომბრის ბოლოს დაწერა. მან პოპულარული სოციალური ქსელი 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა, რასაც დოჯქოინი (DOGE) ფასის გაორმაგება მოჰყვა. ხუთი დღის შემდეგ კი პოპულარული კრიპტოს ფასი 0.15 დოლარსაც ასცდა (ამჟამად 0.10 დოლარამდე დაქვეითდა).

ერთი შეხედვით, ეს ბევრი არაა, მაგრამ მეორე მხრივ, დოჯქოინი (DOGE) საბაზრო კაპიტალიზაციამ (კოინგეკოს მონაცემებით) 21 მილიარდ დოლარს მიაღწია (ამჟამად 14 მილიარდზე დაბლაა). ამ მაჩვენებლით, მემე კოინი, რომლის ემბლემაც, იაპონურ შიბა ინუს ჯიშის ძაღლის გამოსახულებაა, CoinMarketCap-ის მონაცემებით, რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.

ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ მასკის ტვიტების წყალობით, დოკოინით ვაჭრობა ერთობ შემოსავლიან საქმედ იქცა და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. საქმე ისაა, რომ მასკი დოჯქოინი (DOGE) ტვიტერზე გადახდის საშუალებად მიღებას უპირებს. ეს კი ამ კრიპტო ვალუტას კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შესძენს და რაც მთავარია, ის უფრო გამოყენებადი გახდება.

ამის გარანტია ის ფაქტია, რომ ტვიტერზე ანგარიშები ფასიანი გახდა. ამის მიუხედავად, (ფასიან) გამომწერთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. და თუ გამოწერებისთვის დოჯქოინი (DOGE) გამოყენება დაიწყება, ეს ამ კოინზე მოთხოვნას (და შესაბამისად, ფასსაც) გაზრდის.

ამ ეტაპზე, ტვიტერზე დიდი რეორგანიზაცია მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მისი დასრულების შემდეგ, დოჯქოინი (DOGE) დაკავშირებით, მასკი გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

ცნობისათვის, შარშან დოჯქოინი (DOGE) ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 0.63 დოლარს მიაღწია. მასკის მიერ, ტვიტერის შესყიდვამდე, 1 ტრილიონ დოლარიან კრიპტო ბაზარზე, დოჯქოინი (DOGE) მხოლოდ 1 პროცენტი ეკავა. გაძვირების შემდეგ კი მისი წილი 1.58 პროცენტს ასცდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved