მიიღე თანხა და შეინარჩუნე კრიპტოვალუტა

Home » სიახლეები » მიიღე თანხა და შეინარჩუნე კრიპტოვალუტა
23/04/2020
მიიღე თანხა და შეინარჩუნე კრიპტოვალუტა

თანხა გჭირდება და თან შენი კრიპტოს გაყიდვა არ გსურს, რადგან თვლი, მისი ფასი გაიზრდება?

ჩვენი ახალი სერვისით ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებ.

მიიღე სასურველი თანხა შენი კრიპტოვალუტის საფუძველზე:

1.აირჩიე შენი კრიპტოვალუტა, რომლის საფუძველზეც გსურს თანხის მიღება.

2.აირჩიე მისაღები თანხის რაოდენობა.

თანხა, რომელსაც შენი კრიპტოვალუტის სანაცვლოდ დროებით მიიღებ ორ ნაწილად გაიყოფა:

  • 70% შენს ანგარიშზე ჩაირიცხება და შეგეძლება მისი განაღდება ან ნებისმიერი სერვისის გადასახდელად გამოყენება (გამოყენებული თანხა)
  • 30% პერიოდის ბოლომდე შენი მაიქოინსის ანგარიშზე დარჩება დარეზერვებული (საგარანტიო თანხა)

პრინციპი მარტივია:

  • ჩვენ შენგან დროებით, 3 თვემდე ვადით ვყიდულობთ კრიპტოს მიმდინარე გაყიდვის ფასით და თანხით სარგებლობის დასრულების მომენტში, უკან იღებ შენს კრიპტოვალუტას შეთანხმების მომენტში მაიქოინსზე არსებულ ყიდვის ფასად. (ეს ფიქსირებული ფასია, რის გამოც შეიძლება წარმოიქმნას ხარჯი ყიდვა-გაყიდვის ფასთა შორის სხვაობის ოდენობით)
  • თუ ფასი მართლაც გაიზარდა, იმ მოგებას მიიღებ, რასაც დაკარგავდი თუ თანხის საჭიროების გამო თავდაპირველად კრიპტოვალუტას გაყიდდი.

რა შემთხვევაში წყდება შეთანხმება?

1.შენი სურვილით

შეთანხმების პერიოდის განმავლობაში შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეთანხმების ნაადრევად შესრულება, თუ ანგარიშზე შემოიტან გამოყენებულ თანხას და მოითხოვ კონტრაქტის დახურვას.

2. ავტომატურად

როცა კონტრაქტს ვადა გაუვა, ჩვენ ავტომატურად დაგიბრუნებთ შენს კრიპტოს ანგარიშზე შემოტანილი გამოყენებული თანხის სანაცვლოდ.

3. თუ შენი კრიპტოს ფასი შემცირდა 30%-ით

ამ დროს შენ დაკარგავ “საგარანტიო თანხას” და ამავე დროს აღარ გექნება საწყის ანუ მიმდინარე საბაზრო ფასთან შედარებით უფრო მაღალ ფასად კრიპტოს ყიდვის ვალდებულება (ანუ გამოყენებული თანხის უკან დაბრუნება არ მოგიწევს).

რა ხდება, თუ კონტრაქტს ვადა გაუვიდა და გამოყენებული თანხა ანგარიშზე არ შემოიტანე?

შენ მიერ ვერ მოხდება შეთანხმების პირობების შესაბამისად კრიპტოვალუტის უკან ყიდვა და კონტრაქტი ავტომატურად დაიხურება.

რატომ უნდა გამოიყენო ეს სერვისი?

  • გჭირდება თანხა და თან თვლი, რომ შენი კრიპტოს ფასი გაიზრდება და არ გსურს მისი გაყიდვით ფასის ზრდის შემთხვევაში მომავალში მისაღები მოგების დაკარგვა
  • გაქვს x თანხა და გსურს ამ თანხით კრიპტოც იყიდო და თან, დროებით ეს თანხა სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენო
  • გაქვს მაგ. ბიტკოინი და თვლი, რომ დროებით მის საფუძველზე მიღებული თანხით მაგ.ეთერიუმი იყიდო, რადგან შენი პროგნოზით, მისი ფასიც გაიზრდება.
© 2020 MyCoins.ge all rights reserved