ონლაინ კურსები, რომლებიც კრიპტოვალუტების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება

Home » კრიპტორჩევები » ონლაინ კურსები, რომლებიც კრიპტოვალუტების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება
07/05/2020
ონლაინ კურსები, რომლებიც კრიპტოვალუტების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება

#დარჩისახლში შენთვის ის ონლაინ კურსები მოვიძიეთ, რომლებიც შეგიძლია ამ პერიოდში გაიარო და შეიძინო ან გაიღრმავო ცოდნა კრიპტოვალუტებში.

OneMonthBitcoin

1 თვე გაქვს? მგონი კი. ეს კურსი მოგაწვდის იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც კრიპტოსთან მიმართებაში უნდა იცოდე, ასევე საშუალებას მოგცემს, მეტი რამ გაიგო ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. კურსის აღწერის მიხედვით, კრიპტომოყვარულებს უვითარდებათ ისეთი უნარები, რომელთა წყალობითაც მათ შეუძლიათ იყიდონ კრიპტო, ივაჭრონ ან შეინახონ ის.

Blockchain and Bitcoin Fundamentals

ამ კურსის ფარგლებში კრიპტოში დახელოვნებას George Levy-ის წყალობით შეძლეთ, რომელიც ბლოკჩეინის, ბიტკონისა და კრიპტოვალუტის უფროსი სწავლების ოფიცერი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორია ,,Blockchain Institute of Technology”-დან. როგორც კურსის აღწერიდან ვიგებთ, ისეთ კომპლექსურ თემებსაც შეეხებიან, როგორც ჭკვიანი კონტრაქტები და ციფრული სიმბოლოებია.

Bitsonline

ამ ვებგვერდზე უამრავი უფასო მასალაა, რომელიც კრიპტოვალუტებს ეძღვნება, ასევე განთავსებულია კრიპტოინდუსტრიის სიახლეები და ექსპერტთა მოსაზრებები. ვებგვერდზე შეხვდები სასწავლო ვიდეოებსა და პოდკასტებს კრიპტოვალუტის მოპოვებაზე. ასევე იპოვი ახსნას, თუ რა გავლენა იქონია COVID-19 პანდემიამ ბიტკოინის ფასზე.

The Complete Ethereum (Cryptocurrency) Guide

ამ კურსის წყალობით ისწავლი ეთერიუმით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტით და ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით #2 კრიპტოვალუტით ვაჭრობას. არის ის შემდეგი ბიტკოინი ან არის მზად, რომ მასზე უკეთესიც კი იყოს?

რომელს აირჩევ? ან იქნებ გსურს შენც გაუზიარო სხვებს საინტერესო კურსის შესახებ ინფორმაცია? ☺

© 2018 MyCoins.ge all rights reserved