რატომ შეიძლება დაგებლოკოს ანგარიში MyCoins-ზე?

Home » სიახლეები » რატომ შეიძლება დაგებლოკოს ანგარიში MyCoins-ზე?
25/10/2019
რატომ შეიძლება დაგებლოკოს ანგარიში MyCoins-ზე?

ცხოვრება მშვენივრად მიდიოდა, თუმცა ერთ დღესაც MyCoins-ზე შეხვედი და აღმოაჩინე, რომ შენი ექაუნთი დაბლოკილია?

გვესმის, ცუდი გრძნობაა, მაგრამ საინტერესოა, რატომ მოხდა ასე?

პირველ რიგში იმით დავიწყებთ, რომ ჩვენ ფინანსური სერვისის კომპანია ვართ და სხვის ფინანსებზე პასუხისმგებლობებს ვიღებთ. შესაბამისად, ჩვენი მოვალეობაა, თითოეული პროცესი კანონის ფარგლებში წარიმართოს.

მეტიც, ჩვენ სპეციალური დეპარტამენტი შევქმენით, რომლის წევრებიც თვალს ადევნებენ თითოეულ ფინანსურ ტრანზაქციას: ბალანსის შევსებას, გადარიცხვას, გაგზავნას და ა.შ. იმისათვის, რომ გამოავლინონ და რაც მთავარია, აღკვეთონ ნებისმიერი საეჭვო და უკანონო ფინანსური ტრანზაქცია ჩვენს პლატფორმაზე. უფრო კარგად რომ გაიცნო ეს დეპარტამენტი აქვე გეტყვით, რომ შერლოკ ჰოლმსების ერთი დიდ გაერთიანებასთან გაქვს საქმე.

ყველაფერი გაიგე, თუმცა გაინტერესებს ზოგადად რატომ იბლოკება ექაუნთები? 🤓

პირველ რიგში, გვსურს, გავმიჯნოთ ორი სახის გამოცდილება ჩვენს პლატფორმაზე. პირველი ეს ექაუნთის დალოქვაა.

დალოქვის შემთხვევაში ანგარიშზე დროებით იზღუდება ტრანზაქციების განხორციელების საშუალება. მომხმარებელს მხოლოდ შეუძლია შეამოწმოს თავისი ანგარიში, თუმცა ვერ გაყიდის, იყიდის, გაგზავნის ან მიიღებს კრიპტოვალუტებს.

რატომ შეიძლება დაილოქოს ანგარიში? 😅

მას შემდეგ, რაც შენი ბრუნვებით გარკვეულ თანხას აღწევ, რაც შენი ანგარიშისთვის ჩვეულებრივზე მაღალ ბრუნვად აღიქმება, ჩვენ ვალდებულები ვართ გავარკვიოთ, რა არის ამ ზრდის წყარო. შესაბამისად, გიგზავნით უწყინარ კითხვარს, რომლის შევსება მარტივია და მხოლოდ 5 წუთს წაგართმევს.

იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დროში ვერ ახერხებ კითხვარის შევსებას, ჩვენ ისევ გახსენებთ სხვადასხვა საშუალებით, ხოლო თუ ვერც ერთი გზით დაგიკავშირდით, ახალ მეთოდებზე გადავდივართ. კი, სწორად მიხვდი. ექაუნთის დალოქვით ჩვენ შენი ყურადღების მიქცევას ვცდილობთ. ხოლო როცა მოიკითხავ, რატომ დაილოქა შენი ანგარიში, ეს გვახარებს… ანუ გაგახსენდით. მას შემდეგ რაც ჩვენთვის მოიცლი და შეავსებ კითხვარს, ჩვენ წვდომას გიბრუნებთ ყველა სერვისზე.

ასევე, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ სხვა იყენებს შენს ანგარიშს. ასეთ დროს შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა დაგვიდასტურო, რომ ის შენი მეგობარია და თანახმა ხარ მას ჰქონდეს შენს ექაუნთზე წვდომა.

სხვაგვარად, ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ანგარიში მოგპარეს და ხომ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები?

ახლა კი მივედით ყველაზე არასასიამოვნო გამოცდილებამდე, რომელიც MyCoins-ზე შეიძლება გადაგხდეს. ეს ანგარიშის დაბლოკვაა.

და მაინც, რატომ იბლოკება ანგარიშები? 😥

საქმე ისაა, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც კრიპტოვალუტების დახმარებით არაკანონიერი ტრანზაქციების განხორციელებას ცდილობენ. ხომ გახსოვს, რომ ჩვენი შერლოკები სულ ყურადღებით არიან? მათ ვერაფერს გამოაპარებ, ამიტომ ნებისმიერი ასეთი ქმედების დროს ექაუნთი მაშინვე იბლოკება. დაბლოკილ ექაუნთზე წვდომა წყდება, შესაბამისად, ამ დროს პირად ექაუნთზე შესვლა შეუძლებელია.

სად მიდის ჩემი ბალანსი? 💰

დაბლოკილი ექაუნთის შემთხვევაში, შენი ფულის მიღება ერთი გზით შეგიძლია, რაც ჩვენს ოფისში მოსვლას და ანგარიშის დახურვაზე განცხადების დაწერას გულისხმობს.

მგონი სამართლიანია, არა? ხომ გახსოვს, ჩვენი მიზანი შენი და თითოეული მომხმარებლების ანგარიშის უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ რომ:

  • ვინმემ არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს შენი ანგარიში
  • ერთმა არაკანონიერმა ტრანზაქციამ საფრთხე შეუქმნას კომპანიის, თითოეული მომხმარებლის რეპუტაციას და ანგარიშებს. ჩვენს სამყაროში კრიპტოვალუტები მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს.

ხოლო როცა გვეჩხუბები, ჩვენ მაინც ვამოწმებთ შენს ექაუნთს და ვრწმუნდებით, რამე ხომ არ შეგვეშალა. ჩვენც გაგვიხარდება თუ დაბლოკვა უმიზეზო იყო და ისევ შეგვეძლება შენთან მეგობრობა.

გახსოვდეს, რომ ჩვენ შენთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა გვსურს, თუმცა ისიც ხომ იცი, რომ ნებისმიერი მეგობრობა გარკვეულ ნდობაზეა დაფუძნებული? ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობრული ფიცი მუდამ შევასრულოთ შენთან მიმართებაში, ამიტომ შენც გვემეგობრე პირნათლად და ჩვენი პლატფორმა მხოლოდ თავიდანვე შეთანხმებული მიზნებისთვის გამოიყენე. 🤝

© 2018 MyCoins.ge all rights reserved