რა ვაჩუქო? საახალწლო საჩუქრის იდეები კრიპტომოყვარულებისთვის

Home » სიახლეები » რა ვაჩუქო? საახალწლო საჩუქრის იდეები კრიპტომოყვარულებისთვის
05/12/2019
რა ვაჩუქო? საახალწლო საჩუქრის იდეები კრიპტომოყვარულებისთვის

ახალი წელი ახლოვდება და საჩუქრების ყიდვით გამოწვეული ფუსფუსიც იმატებს. თუ შენი საყვარელი ადამიანი კრიპტოვალუტების სამყაროსთან მეგობრობს, შენთვის იდეების მოფიქრებაზე უკვე ვიზრუნეთ. ან თუ თვლი, რომ აქ ჩამოთვლილი საჩუქრებიდან რომელიმე შენთვის სასურველია, შეგიძლია მინიშნების სახით ჩვენი ბლოგი გააზიარო.

1. წიგნი – Mastering Bitcoin: Programming the Open Blockchain

თუ შენი მეგობარი კრიპტოვალუტებით აქტიურად ვაჭრობს, შეგიძლია Andreas M. Antonopoulos-ის საავტორო წიგნი აჩუქო რევოლუციურ ციფრულ ფულზე. მისთვის ეს წიგნი საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იქნება.

შეძენა: https://amzn.to/2rWXPoJ

2. გასაღების სამაგრი ბიტკოინის გამოსახულებით

თუ დაბალი ბიუჯეტი, თუმცა მაღალი მიზნები გაქვს,  ეს საჩუქარი შესანიშნავი ვარიანტია. ბიტკოინის ფორმის გასაღების სამაგრი მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება და შენ თავსაც სულ გაახსენებს.

ყიდვა: https://amzn.to/2YodKID

3. ჰუდი კრიპტოვალუტების პრინტით

ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული საჩუქარი კრიპტოვალუტების პრინტითაც შეგიძლია აარჩიო. ან სასურველი დიზაინი თავად მოიფიქრო და დაპრინტო. იგივე შეგიძლია გაიმეორო წინდაზე, კალამზე, ფინჯანზე და ა.შ.

ყიდვა: https://amzn.to/2PjHFh9

4. კრიპტოვალუტების შემსწავლელი ონლაინ კურსი

თუ შენი მეგობარი დამწყებია, შეგიძლია მისი ცოდნის გაღრმავებაზე ამ საჩუქრის ჩუქებით იზრუნო და აგრძნობინო, რამდენად ზუსტად იცი მისი სურვილების შესახებ. ისიც ხომ იცი, კრიპტოვალუტებში არსებული შესაძლებლობები ამოუწურავია, შესაბამისად შესაძლოა ყველაფერი შესანიშნავად განვითარდეს.

კურსები: http://bit.ly/2r7AAbz

5. კრიპტოვალუტები

საუკეთესო საჩუქარი კრიპტოტრეიდერისთვის? რა თქმა უნდა, უფრო მეტი კრიპტოვალუტაა. გადახედე MyCoins.ge-ზე არსებულ ფასებს, ბაზრის მდგომარეობას და უყიდე შენს მეგობარს ყველაზე პერსპექტიული კრიპტოვალუტა.

ასევე, ჩვენ მიერ შერჩეული საჩუქრები Amazon-ზეა. Amazon-ზე კი სასურველ ნივთზე 33%-მდე ფასდაკლება შეგიძლია მიიღო. როგორ? ამას ჩვენ გასწავლით.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved