რიპლის XRP 6%-მდე გაიზარდა

Home » რიპლი » რიპლის XRP 6%-მდე გაიზარდა
13/09/2024
რიპლის XRP 6%-მდე გაიზარდა

Coingecko-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში Ripple-ის კრიპტოვალუტა XRP-ის ფასი 6%-მდე გაიზარდა. მიზეზი კი ისაა, რომ Grayscale XRP ტრასტს უშვებს, რომელსაც თავის მხრივ, შესაძლოა მომავალში ETF პროდუქტები (ინდექს ფონდი) მოყვეს.

Grayscale-ის დახურული ფონდი აკრედიტებულ ინვესტორებს პირდაპირ წვდომას მისცემს XRP-ზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტრასტ ფონდის შექმნას Grayscale ჯერ კიდევ 2020 წელს გეგმავდა, თუმცა Ripple Labs-ის წინააღმდეგ, SEC-ის წამოწყებულმა საქმემ პროცესი შეაფერხა. მას შემდეგ, რაც Ripple სასამართლო დარბაზიდან გამარჯვებული გამოვიდა, მასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის, XRP-ის ირგვლივ ეჭვები გაიფანტა.

როგორც Grayscale-ის პროდუქტისა და კვლევის ხელმძღვანელის, რეიჰანე შერიფ-ასქარის განცხადებაშია აღნიშნული, “XRP-ის აქვს შანსი შეცვალოს ფინანსური ინფრასტრუქტურა”.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved