რა არის ვერიფიკაცია?
ვერიფიკაცია ეს არის პროცესი, როდესაც შენ ადასტურებ შესაბამისი დოკუმენტებით, რომ ეს ნამდვილად შენ ხარ!
იმისათვის, რომ ისარგებლო MyCoins სერვისებით, რეგისტრაციის შემდგომ უნდა გაიარო ვერიფიკაცია. ვერიფიკაცია სავალდებულო და აუცილებელი ეტაპია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ანგარიშების უსაფრთხოებას.
MyCoins-ზე შენ უკვე შეგიძლია გაიარო ახალი და მოსახერხებელი ვერიფიკაცია, რომელიც დაგაზოგინებს დროს!
როგორ ხდება ონლაინ ვერიფიკაცია?
პირველ რიგში, იწყებ ვერიფიკაციის პროცესს:
შემდეგ:
ეთანხმები წესებს და პირობებს (გაითვალისწინე, რომ ვერიფიკაციის გასავლელად აუცილებელია ვებ-კამერა)
ვიზუალური იდენტიფიკაცია:
მეორე ეტაპზე სწორად უნდა მოხდეს შენი სახის ოვალში მოთავსება და იდენტიფიკაცია, გადაიღო სელფი და დაელოდო 3D ბიომეტრიული მონაცემების ატვირთვას, რომელსაც ორი წამი სჭირდება:
დოკუმენტის ატვირთვა:
მესამე ეტაპზე შენ უნდა აირჩიო პასპორტით გსურს ვერიფიკაციის გავლა თუ ID ბარათით -გადაუღო ფოტო შენი იდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ID ბარათი ან პასპორტი) სურათები: წინა მხარე, უკანა მხარე (ID ბარათის შემთხვევაში)
სხვა დეტალები:
- დოკუმენტი არ უნდა იყოს ვადაგასული ან დაზიანებული
- ატვირთულ დოკუმენტებზე არსებული ინფორმაცია უნდა იკითხებოდეს
და სულ ესაა! ვერიფიკაცია დასრულებულია 🚀 შენი მონაცემები გადაგზავნილია და პასუხს მიიღებ მალე – ელფოსტაზე და SMS-ის სახით.
გაიარე ვერიფიკაცია ეხლავე! თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში დარეგისტრირდი და ისარგებლე ჩვენი კრიპტოსერვისებით.