როგორ დაიწყო 2020 წელი კრიპტოსავალუტო ბაზარზე?

Home » სიახლეები » როგორ დაიწყო 2020 წელი კრიპტოსავალუტო ბაზარზე?
03/01/2020
როგორ დაიწყო 2020 წელი კრიპტოსავალუტო ბაზარზე?

სხვადასხვა პროგნოზის თანახმად, 2020 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წლად გამოცხადდა, წელი უკვე დაიწყო და საინტერესოა, რა მდგომარეობაა ბაზარზე?

2020 წლის მეორე სავაჭრო დღეს ყველაზე მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა $7,000-იან ნიშნულს ჩამოცდა, თუმცა მისმა ფასმა ზრდა დაიწყო და დღეს $7,348-ს შეადგენს.

$130-იანი ნიშნულის გადაჭარბების მცდელობის შემდეგ ეთერიუმის ფასი საპირისპიროდ შეიცვალა და წლის დასაწყისში $125-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ეთერიუმის ფასმა 3%-მდე ზრდა განიცადა და მისი ყიდვა $133,36-ად შეგიძლია.

ერთ-ერთი პოპულარული კრიპტო ანალიტიკოსის განცხადებით, ეთერიუმის ფასი მალე საგრძნობლად შესაძლოა გაიზარდოს და $260-იან ნიშნულს მიაღწიოს.

რიპლის ფასი ახალი წლის დასაწყისში სტაბილურად $0.18339 და $0.20041 სავაჭრო ფასებში მერყეობს.

ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის $186.7 მილიარდია, რომლის 68.2%-ს ბიტკოინის კაპიტალიზაცია შეადგენს.

ახალი წლის მესამე დღეს, ფასის მატებას განიცდის ალტკოინების უმეტესი ნაწილიც.

საინტერესოა, როგორ შეიცვლება ბაზრის მდგომარეობა მომდევნო დღეებში?

წყარო: https://myc.ge/2QLYEcw

© 2018 MyCoins.ge all rights reserved