საბაზრო განწყობამ Solana-ს ფასზე იმოქმედა

Home » სიახლეები » საბაზრო განწყობამ Solana-ს ფასზე იმოქმედა
11/09/2023
საბაზრო განწყობამ Solana-ს ფასზე იმოქმედა

 გასული 24 საათის განმავლობაში Solana-ს ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. ვარდნა კი ბაზრის განწყობამ გამოიწვია: საქმე იმაშია, რომ კრიპტო-მოვაჭრეების აზრით, აწ უკვე გაკოტრებული პლატფორმა FTX, ტოკენისა და მასთან დაკავშირებული კრიპტო-აქტივების ლიკვიდაციას აპირებს.
Solscan-ის მონაცემებისა და სხვა გავრცელებული ინფორმაციის შეჯერებით, სავარაუდოა, რომ FTX-ის “ცივ საფულეებზე”, Solana-ს ქსელთან დაკავშირებული 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებია. აქედან, ტოკენების ღირებულება მხოლოდ 128 მილიონი დოლარია, დანარჩენი კი Solana-სთან დაკავშირებული ალტ-ქოინებია. 

იმის გაცნობიერებამ, რომ FTX-ს შეუძლია 128 მილიონი დოლარის SOL-ის ლიკვიდირება, კრიპტო-მოვაჭრეების ნაწილში უკმაყოფილება და შიში გამოიწვია. რეაქცია უსაფუძვლოა, თუ გავითვალისიწინებთ იმას, რომ ბანკროტის სამოქმედო გეგმის მიხედვით, FTX-ის აქტივების ლიკვიდირების პროცესი მთელი რიგი შეთანხმებებისა და პირობების ფონზე წარიმართება. არსებული (თუმცა ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი), გეგმის მიხედვით, FTX-ს კვირაში მხოლოდ 100 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების ლიკვიდირების საშუალება მიეცემა., რამაც სოლანას ხელი არ უნდა შეუშალოს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved