სამსუნგის ახალ სმარტფონს, Galaxy S20-საც ექნება კრიპტოვალუტების მხარდაჭერა

Home » სიახლეები » სამსუნგის ახალ სმარტფონს, Galaxy S20-საც ექნება კრიპტოვალუტების მხარდაჭერა
13/02/2020
სამსუნგის ახალ სმარტფონს, Galaxy S20-საც ექნება კრიპტოვალუტების მხარდაჭერა

სამსუნგი აგრძელებს კრიპტოვალუტების სიყვარულის გამომჟღავნებას. მან ახლახანს სმარტფონების ახალი თაობა, Galaxy S20, S20+ და S20 Ultra წარადგინა.

Galaxy S20-ის დამატებითი კამერები, რომლებიც 5G ტექნოლოგიით არიან აღჭურვილი, შეძლებენ შენი კრიპტოების შენახვას.

როგორც სამსუნგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ახალი სმარტფონები უსაფრთხო პროცესორს შეიცავენ, რომლის მიზანი შენი PIN-ის, პაროლების, პატერნების და ბლოკჩეინ Private Key-ის დაცვა იქნება.

თუმცა კითხვა, თუ კონკრეტულად რომელი კრიპტოვალუტების მხარდაჭერა აქვთ სმარტფონებს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

აღსანიშნავია, რომ ეს სამსუნგის პირველი ინიციატივა არაა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. წინა სმარტფონებს, S10 და S10+ სპეციალური ფუნქცია”Samsung Knox” აქვთ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია private key-ის შენახვა ბლოკჩეინით აღჭურვილი აპლიკაციებისთვის, მაგალითად კრიპტო საფულეებისთვის.

ახალ ინიციატივას კრიპტომოყვარულები პოზიტიურად შეხვდნენ. მსგავსი პროექტები ასეთი გიგანტი კომპანიებისგან, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კრიპტოვალუტების კუთხით სულ უფრო მეტი კომპანია იწყებს ფიქრს. ეს კი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ კრიპტოვალუტების გამოყენების მასშტაბები უფრო სწრაფი ტემპებით გაიზარდოს.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved