Kookmin Bank (KB) იქნება პირველი ბანკი სამხრეთ კორეაში, რომელიც ინვესტორებს კრიპტო ვალუტის პროდუქტებს შესთავაზებს. KB-მ ასევე გამოაცხადა ციფრული აქტივების მართვის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა.
მისი დახმარებით ბანკი გეგმავს ბირჟაზე ვაჭრობის კრიპტო ვალუტის ფონდების (ETF) და Future-ს პროდუქტების გამოშვებას. კომიტეტი ასევე განიხილავს რისკების შეფასების და საინვესტიციო ფონდების შესაბამისობის საკითხს.
კრიპრო ფონდის შექმნა დაადასტურა KB Index Quant Management-ის ხელმძღვანელმა ჰონგუნ კიმმა.
MacroTrends-ის მიხედვით, KB Financial Group არის უმსხვილესი კომპანია ქვეყანაში, რომელიც 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით $ 520 მილიარდ დოლარს ფლობდა.