საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრია საფრთხეს უქმნის გლობალური ფინანსური სექტორის სტაბილურობას. რისკების შესამცირებლად და დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს განვითარებული ქვეყნების ხელისუფლებას მუდმივად აკონტროლონ ციფრული აქტივების ბაზარზე არსებული მდგომარეობა.
ფონდის პოზიცია დაფიქსირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სტაბილურობის საბჭოს ანგარიშში.
აღინიშნება, რომ კრიპტოსფერო მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი შემადგენელი ნაწილებია სტაბილური მონეტები და DeFi ბაზარი.
მარეგულირებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მანიპულაციურ კრიპტოვალუტებს, რადგან ისინი ახდენენ ჰაიპის პროვოცირებას ინტერნეტ სივრცეში. სავალუტო ფონდი ითხოვს გამკაცრდეს კონტროლი კრიპტო ბირჟების საქმიანობაზე, რომლებიც ამუშავებენ გარიგებების ლომის წილს ბაზარზე.
ფონდმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ელ სალვადორის რესპუბლიკა, ბიტკოინის ლეგალიზაციის ნეგატიური შედეგების შესახებ.