სულ მალე, კრიპტოვალუტები ტელეგრამში გახდება ხელმისაწვდომი

Home » სიახლეები » სულ მალე, კრიპტოვალუტები ტელეგრამში გახდება ხელმისაწვდომი
27/08/2019
სულ მალე, კრიპტოვალუტები ტელეგრამში გახდება ხელმისაწვდომი

პოპულარული აპლიკაცია Telegram-ი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, გეგმავს აპლიკაციაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ფუნქციონალის დამატებას, რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას  ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების გაცვლითი პლატფორმა Button Wallet-ი გაუწევს.

“კრიპტოვალუტებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას მასზე მარტივი წვდომა წარმოადგენს. ის, რაც ჩვენ შევქმენით, მომხმარებლებისათვის კრიპტოვალუტებით ვაჭრობას ბევრად კომფორტულსა და მარტივს გახდის“ – განაცხადა Alex Safonov-მა, Button Wallet-ის დამფუძნებელმა.

ტელეგრამის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გააქტიუროს Telegram Open Network საფულე და მიიღოს 6.6 ერთეული ტელეგრამის სატესტო კრიპტოვალუტა gram-ი. ტელეგრამის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება შემდეგი კრიპტოვალუტებით სარგებლობა: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი.

HBUS-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფლობენ კიპტოვალუტა ბიტკოინს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა.

“საზოგადოებაში კვლავ არსებობს გარკვეული შიში, რომელიც გარკვეულ ბარიერებს უქმნის მათ, გახდნენ კრიპტოვალუტის მომხმარებლები, ამიტომ მათთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობაა შეასრულონ სატესტო ტრანზაქციები და ამით დაძლიონ ეს შიში ციფრულ აქტივებთან მიმართებში“- განაცხადა Rachael McCrary-მა, Button Wallet-ის საოპერაციო განყოფილების უფროსმა.

წყარო: https://myc.ge/2KZ1AAW

© 2018 MyCoins.ge all rights reserved