უორენ ბაფეტი ბიტკოინში (BTC) 25 დოლარსაც არ გადაიხდის

Home » ბიტკოინი » უორენ ბაფეტი ბიტკოინში (BTC) 25 დოლარსაც არ გადაიხდის
02/05/2022
უორენ ბაფეტი ბიტკოინში (BTC) 25 დოლარსაც არ გადაიხდის

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინით (BTC) სულ უფრო მეტი ინსტიტუცია ინტერესდება, საინვესტიციო ფონდ „ბერკშირ ჰეტვეის“ მფლობელი და მთავარი აღმასრულებელი უორენ ბაფეტი, კვლავაც თვლის, რომ ციფრული ვალუტები მის ყურადღებას არ იმსახურებს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ბაზარზე არსებულ ყველა ბიტკოინში (BTC) 25 დოლარსაც არ გადაიხდის.

„ბერკშირ ჰეტვეის“ აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, ბაფეტმა განაცხადა, რომ კრიპტო არც პროდუქტიული აქტივია და არც რაიმე ხელშესახებს აწარმოებს: „მე არ ვიცი, ერთი წლის შემდეგ ის გაიზრდება, თუ დაიკლებს, რა იქნება 5 ან 10 წლის შემდეგ. მაგრამ ერთ რამეში სრულებით დარწმუნებული ვარ – მისი მეშვეობით არაფერი იქმნება“.

ბაფეტი დასძენს, რომ ბინები ქირავდება, ფერმებში სურსათს აწარმოებენ, მაგრამ ციფრული ვალუტით რაიმეს წარმოება შეუძლებელია. მისივე თქმით, არასდროს იყიდის ბიტკოინს, თუნდაც ბაზარზე არსებული ყველა ბიტკოინის 25 დოლარად ყიდვა ოყოს შესაძლებელი.

„ახლა რომ მითხრათ, მთელს მსოფლიოში არსებული ბიტკოინები (BTC) თქვენს ხელშია და მათ 25 დოლარად შემომთავაზებთ, მე უარს ვიტყვი, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რაში შეიძლება მათი გამოყენება. მე გაყიდვა მომიწევს და ამისთვის რაიმე გზას გამოვნახავ“.

ბაფეტი ახლა 91 წლისაა და მის ხელთ არსებული ქონების ღირებულება 124 მილიარდ დოლარს აღწევს. მან ერთხელ ბიტკოინს (BTC) „ვირთხის საწამლავი კვადრატში“ უწოდა.

ბაფეტის ძველი პარტნიორი და „ბერკშირ ჰეტვეის“ ვიცე თავმჯდომარე ჩარლი მანგერი კი ამბობს, რომ „დიდი ალბათობით, ბიტკოინის (BTC) ფასი ნულამდე დაეცემა“. ცნობისათვის, ახლახანს მანგერმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა, ვენერიულ დაავადებასაც კი შეადარა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved