ფედრეზერვი კრიპტო ბაზარს კლების ახალ ტალღას უმზადებს

Home » ბიტკოინი » ფედრეზერვი კრიპტო ბაზარს კლების ახალ ტალღას უმზადებს
21/09/2022
ფედრეზერვი კრიპტო ბაზარს კლების ახალ ტალღას უმზადებს

ეთერიუმის (ETH) განახლება „მერჯმა“ ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. ინვესტორებს საშუალება ჰქონდათ, ემუშავათ პრინციპით: „იყიდე ჭორებზე, გაყიდე ახალ ამბებზე“. და დღეს ბლუმბერგის კრიპტო ბაზრის ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი ამბობს, რომ ეთერიუმის (ETH) ფასი შეიძლება 1 000 დოლარამდეც დაეცეს.

მთავარი ფაქტორი, რომელსაც კრიპტოების კლების გამოწვევა შეუძლია, არის ფედრეზერვის მიერ განაკვეთის მკვეთრი ზრდის მოლოდინი. მაკგლოუნი ამბობს, რომ ფედრეზერვის ფაქტორის (უფრო მართებული იქნება ინფლაციის ფაქტორის თქმა) განელების შემდეგ, კრიპტო ბაზარი ზრდას განაახლებს და 2025 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწევს.

ფედრეზერვის მორიგი სხდომა ამ კვირაში გაიმართება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ბანკი დოლარზე განაკვეთს 0.75 პროცენტით გაზრდის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ფედრეზერვის უპრეცედენტოდ ხარულ ქმედებას  – განაკვეთის 1.0 პროცენტით ზრდასაც არ გამორიცხავენ.

დოლარზე განაკვეთის ზრდას კრიპტო ბაზარზე გავლენა იმდენად აქვს, რამდენადაც ის დოლარის გამყარებას და რისკიან აქტივებზე მოთხოვნის კლებას იწვევს. კრიპტო ვალუტები ამჟამად სწორედ რისკიან აქტივებად განიხილება და მათი ფასი, სააქციო ბაზართანაა (აქციებიც რისკიანი აქტივებია, ისევე როგორც ევრო) კორელაციაში.

შექმნილ სიტუაციაში, მაკგლოუნი ფიქრობს, რომ ეთერიუმის (ETH) ფასი შესაძლოა 1 000 დოლარამდე, ან უფრო მეტადაც დაეცეს. ის ამბობს, რომ „მერჯთან“ დაკავშირებით, ბაზარს შესაძლოა გადამეტებული მოლოდინი ჰქონდა, რაც მეორე ყველაზე პოპულარულ კრიპტო ვალუტას პოზიციას ურყევს.

მაკგლოუნი ამბობს, რომ ინფლაციასთან ბრძოლის ციკლის დასრულების შემდეგ, ბიტკოინს (BTC) და დანარჩენ კრიპტო ბაზარს, ზრდის სტიმული გაუჩნდება და ეს განწყობა პიკს 2025 წელს მიაღწევს, როდესაც ბიტკოინის (BTC) ფასი 100 ათას დოლარამდე გაიზრდება. ის ოპტიმისტურად არის განწყობილი ეთერიუმის (ETH) მიმართაც, რის საფუძვლადაც იმ გარემოებას ასახელებს, რომ ეს ვალუტა სულ უფრო მეტ ინსტიტუციას მიიზიდავს, რაც მის გლობალურ დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved