ჩინეთის ამაზონს ბიტკოინთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს

Home » ბიტკოინი » ჩინეთის ამაზონს ბიტკოინთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს
14/11/2019
ჩინეთის ამაზონს ბიტკოინთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს

საცალო ვაჭრობის გიგანტმა, alibaba-მ ახალ სტარტაპთან, Lolli-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რომლის საშუალებითაც ის მომხმარებლებს შესყიდვების განხორციელებისას ბიტკოინებით დააჯილდოებს.

Alibaba-მ ეს გადაწყვეტილება ახლახანს მიიღო და ის მომხმარებლებს ყოველი შესყიდვიდან დანახარჯის 5%-ს ბიტკოინის სახით ჩაურიცხავს.

,,ჩვენი პარტნიორობა ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ უფასო ბიტკოინები მილიონზე მეტი პროდუქტის შესყიდვიდან ყოველდღიურად, რაც ვთვლით, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია”

-განაცხადა Lolli-ს თანადამფუძნებელმა, Alex Adelman-მა

Lolli-ის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ეს კოლაბორაცია ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ადამიანებს შეეხებათ, თუმცა სამომავლოდ, ჩინეთზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება ორმაგად საინტერესოა გასულ თვეს მომხდარი ინციდენტის გამო, რის შედეგადაც Alibaba-ს კონფლიქტი მოუვიდა Binance-სთან (კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პლატფორმასთან) ბიტკოინებით განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე. თუმცა როგორც სჩანს, კომპანიას ბიტკოინთან დაკავშირებით სხვა საინტერესო გეგმები აქვს.

ბიტკოინი მსოფლიოში #1 კრიპტოვალუტაა ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით და ის უკვე 11 წელია უფრო და უფრო ვითარდება. დღეს მისი დახმარებით მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების მიღება შეუძლია.

MyCoins.ge-ზე როგორც ბიტკოინი, ასევე სხვა 6 მოთხოვნადი კრიპტოვალუტაა (ბიტკოინ ქეში, ეთერიუმი, რიპლი, ეოსი, ეთერიუმი, დეში) წარმოდგენილი. ეწვიე ჩვენს გვერდს და გაიგე, როგორია მათი პოზიციები კრიპტოსავალუტო ბაზარზე.

წყარო: https://myc.ge/34YX38O

© 2018 MyCoins.ge all rights reserved