ციფრული აქტივების რეგულირების გაძლიერების ფარგლებში, ჩინეთს სურს შექმნას სისტემა კრიპტოვალუტის გადარიცხვების თვალყურის დევნებისთვის. ჩინეთის სახალხო ბანკის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მონიტორინგისა და ანალიზის ცენტრის დირექტორმა გუო ვენჯუნმა გააკეთა წინადადება.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2021/11/Untitled-10-1-8.gif)
მისი აზრით, სამთავრობო უწყებებმა უნდა გააძლიერონ ზედამხედველობა ციფრული აქტივების უკანონო მიმოქცევაზე იმ საფრთხის გამო, რომელსაც კრიპტოვალუტები უქმნიან იუანს.
შეგახსენებთ: სექტემბრის ბოლოს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დააწესა სრული აკრძალვა კრიპტოტრანზაქციებზე, ქვეყანაში ციფრული აქტივების გამოყენება ამიერიდან უკანონო ფინანსურ საქმიანობას უტოლდება.
შენ რას ფიქრობ ამ სიახლეზე? 🧐