ცნობილი ადამიანები და კრიპტოვალუტები

Home » სიახლეები » ცნობილი ადამიანები და კრიპტოვალუტები
09/08/2019
ცნობილი ადამიანები და კრიპტოვალუტები

Ashton Kutcher

მსახიობი Ashton Kutcher-ი გარდა სამსახიობო კარიერისა აქტიურად არის დაინტერესებული კრიპტოვალუტებით. მან ჯერ კიდევ 2013 წელს განახორციელა ინვესტიციები BitPay-ში, ის ასევე აქტიურად ესწრება სხვადასხვა კრიპტოივენთებს, სადაც ის საუბრობს ბიტკოინსა და დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებზე.

Mike Tyson 

ცნობილი სპორტსმენის, Mike Tyson-ის საყვარელი კრიპტოვალუტა ბიტკოინია. მას საკმაოდ დიდი ინვეტიციები აქვს ჩადებული აღნიშნულ კრიპტოვალუტაში. უფრო მეტიც, სპორტსმენმა საკუთარი ბიტკოინ ბანკომატების ქსელიც კი გამოუშვა, ბრენდირებული თავისი საფირმო ტატუთი.

Snoop Dogg

რეპერი Snoop Dogg-ი, იმ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც კრიპტოვალუტებთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში დაიწყეს. რეპერმა 2013 წელს თავის გულშემატკივრებს მისცა საშუალება შეეძინათ მისი მუსიკალური ალბომი სულ რაღაც 0.3 ერთეულ ბიტკოინად. ბიტკოინის დღევანდელ კურს თუ გადავხედავთ დავრწმუნდებით, რომ სნუპმა სწორი ფინანსური გათვლები გააკეთა.

რეპერი სხვა კრიპტოვალუტებითაც არის დაინტერესებული, ის ასევე დააფიქსირეს XRP Community Night crypto party-ზე.

50 Cent

2014 წელს, ცნობილმა რეპერმა 50 Cent-მა თავისი ალბომი ბიტკოინებშიც გახადა ხელმისაწვდომი. იმ დროისათვის, ერთი ერთეული ბიტკოინის ფასი 662 დოლარი იყო. ალბომის გაყიდვებიდან ბიტკოინში მიღებული შემოსავალი დაახლოებით 400,000 დოლარს უტოლდებოდა, თუმცა რეპერისათვის არც ისე საინტერესო იყო ციფრული ფული და დიდად არ შეწუხებულა დაგროვილი ციფრული აქტივების მენეჯმენტით. თუმცა, 2017 წლის ბოლოს, როდესაც კრიპტობუმის დიდი ეპოქა დადგა, 50 Cent-ი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდეს „მივიწყებული“ ბიტკოინების ღირებულება ათასებიდან რამოდენიმე მილიონ დოლარამე დახვდა გაზრდილი.

BJORK

ისლანდიელმა მომღერალმა BJORK-მა, რეპერებისაგან კარგი მაგალითი აიღო, 2017 წლიდან, მისი მუსიკალური ალბომის შეძენა შემდეგი კრიპტოვალუტებით გახდა შესაძლებელი: ბიტკოინი, ლაითკოინი, დეში და აუდიოკოინი.

Lily Allen

და ბოლოს მომღერალი ლილი ალენი, რომელიც დღემდე ნანობს იმ დღეს, როდესაც უარი თქვა ერთ-ერთ ლაივ პერფომანსზე, რომლისთვისაც ჰონორარი ბიტკოინებში იყო.

ერთ-ერთ პოსტში მომღერალი თავის თავს სრულ იდიოტადაც კი მოიხსენიებს, იმის გამო, რომ უარი თქვა ასეთ შესაძლებლობაზე.

როგორც ხედავ კრიპტოვალუტებში ინვესტიციები საკმაოდ მომგებიანია

MyCoins.ge-ზე, შენ შეგიძლია იყიდო 7 პოპულარული კრიპტოვალუტა: ბიტკოინი, ბიტკოინ ქეში, რიპლი, ეთერიუმი, ლაითკოინი, დეში, ეოსი.

ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში? გახსენი ეხლავე. შესაძლოა ერთ დღესაც აღმოჩნდეს, რომ ქაღალდის ფული აღარ არის საჭირო!

© 2018 MyCoins.ge all rights reserved