წამყვანი ექსპერტები კრიპტოინდუსტრიასა და Covid-19-ის შესახებ ისაუბრებენ – არ გამოტოვო!

Home » სიახლეები » წამყვანი ექსპერტები კრიპტოინდუსტრიასა და Covid-19-ის შესახებ ისაუბრებენ – არ გამოტოვო!
01/05/2020
წამყვანი ექსპერტები კრიპტოინდუსტრიასა და Covid-19-ის შესახებ ისაუბრებენ – არ გამოტოვო!

კორონავირუსმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, არც კრიპტოვალუტების ინდუსტრია ყოფილა გამონაკლისი. მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესები იძულებული გახდნენ საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გადაეტანათ, დისტანციური ხასიათი მიიღო სხვადასხვა მნიშვნელოვანმა ღონისძიებებმა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი კრიპტომოყვარულები მუდმივად ინფორმირებულები იყვნენ ამ ინდუსტრიაში არსებული ვითარების შესახებ, ამიტომ როგორც წინა ბლოგში, დღესაც დამატებით ერთ საინტერესო ღონისძიების შესახებ გეტყვით.

Finance Magnates-მა გადაწყვიტა, კრიპტო იდუსტრიის წამყვანი ექსპერტები შეეკრიბა, რომლებიც 4 მაისს, Covid-19-სა და კრიპტოინდუსტრიაზე, შედეგებზე, გამოწვევებსა და გრძელვადიან ეფექტებზე ისაუბრებენ.

ეს პანელური დისკუსია ფასდაუდებელი შესაძლებლობაა, პროფესიონალებისგან მოისმინო ღირებული შეხედულებები და პროგნოზები კრიპტოსამყაროს მომავალზე.

გაგახარებთ და გეტყვით, რომ ვებინარზე დასწრება უფასოა, ადგილის დასაკავებლად კი შეგიძლია ახლავე იზრუნო. რეგისტრაცია

© 2018 MyCoins.ge all rights reserved