ხარები დაბრუნდნენ: კრიპტოვალუტების ფასი კვლავ გაიზარდა

Home » სიახლეები » ხარები დაბრუნდნენ: კრიპტოვალუტების ფასი კვლავ გაიზარდა
19/02/2020
ხარები დაბრუნდნენ: კრიპტოვალუტების ფასი კვლავ გაიზარდა

ტოპ სამი კრიპტოვალუტის ფასი მიმდინარე კვირაში კვლავ გაიზარდა. ბიტკოინი ბოლო დროინდელ პოზიციებს დაუბრუნდა და დღეის მდგომარეობით მისი ფასი $10,200-ია. ეთერიუმის ფასიც გაიზარდა და $280-იან ნიშნულს გაცდა, რიპლის ფასი კი უკვე $0.30252-ია.

ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ში არსებული მკაცრი რეგულაციები რეგრესულია კრიპტო ინდუსტრიისთვის.

ეს აშკარა მაშინ გახდა, როდესაც ფეისბუქის მიერ დაანონსებულმა კრიპტოვალუტამ, ლიბრამ, ამერიკის კონგრესის და სენატის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქი ჯერ კიდევ ცდილობს ყველა უფლება მოიპოვოს საკუთარი ციფრული ვალუტის გასაშვებად, ბევრს მიაჩნია, რომ გარკვეული დრო სჭირდება აშშ-ს, რომ ციფრულ ფულს და მომავლის ეკონომიკას მხარდაჭერა გამოუცხადოს.

ამასთან, ბოლო დროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ამ მხრივ აშშ-ში მცირე წინსვლა უკვე მიღწეულია, განსაკუთრებით საგადასახადო სფეროში.

კანონპროექტი, რომელიც ახლახან იქნა შემოღებული აშშ-ს კონგრესში, გულისხმობს, რომ გარკვეული კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან.

აღსანიშნავია, რომ ,,The Virtual Currency Tax Fairness Act of 2020″-ის კანონპროექტი სწორედ ამერიკელი კონგრესმენების ინიციატივაა. კანონპროექტში აღნიშნულია:

,,კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების დროს, გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული მოგება არ უნდა ითვლებოდეს ინდივიდის შემოსავლად. ეს პირობა იმ შემთხვევაში არ შესრულდება, თუ მოგება აღემატება $200-ს.”

ფასის 6%-მდე მატება განიცადეს შემდეგმა ალტკოინებმაც: დეში, ლაითკოინი, ეოსი, ბიტკოინ ქეში.

გადახედე მიმდინარე ფასებს და შენს სტრატეგიაზე დაყრდნობით მიიღე ყიდვა/გაყიდვის გადაწყვეტილება.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved