1 დეკემბერს კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, გადახდის საშუალებად ცხრა კრიპტო ვალუტის მიღების შესახებ მის ონლაინ მაღაზიაში, აღნიშნული მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ კრიპტო ვალუტა სასურსათო პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებებისა და ავეჯის შესაძენად.
განცხადების თანახმად, სუპერმარკეტები მიიღებენ: Bitcoin-ს, Ethereum-ს, Bitcoin Cash-ს, EOS-ს, Dai-ს, XRP-ს Stellar-ს, ასევე Tether-ს და USD Coin-ს.
გადახდის უახლესი საშუალების გასააქტიურებლად Konzum-მა და Electrocoin-მა დანერგეს პროგრამა PayCek-ი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრიპტო ვალუტების ფასების ცვალებადობის გათვალისწინებით, PayCek-ი მყიდველებს გარანტიას აძლევს ფიქსირებულ გაცვლით კურსზე ტრანზაქციის დასაწყისში, რაც უზრუნველყოფს საკმარის დროს წარმატებული გადახდისთვის.
Konzum-ის საბჭოს წევრის თქმით, კრიპტო გადახდის დანერგვა მიუთითებს კომპანიის ერთგულებაზე გლობალური ტენდენციებისა და ინოვაციებისადმი, საცალო ვაჭრობის სექტორში.