ადამიანების ენერგია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის – Microsoft ახალი ინიციატივით გამოდის

Home » სიახლეები » ადამიანების ენერგია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის – Microsoft ახალი ინიციატივით გამოდის
02/04/2020
ადამიანების ენერგია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის – Microsoft ახალი ინიციატივით გამოდის

Microsoft-მა ახალი სისტემა დაანონსა, რომელსაც შეეძლება კრიპტოვალუტების მაინინგი, ადამიანების აქტივობის შედეგად შეგროვებული მონაცემების გამოყენებით.

გასულ ხუთშაბათს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ წარდგენილ საპატენტო განაცხადში, ამერიკული კომპიუტერული გიგანტის მიერ ნათქვამია, რომ სენსორებს შეუძლიათ დაადგინონ აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ დავალებებთან – მაგალითად, ადამიანების მიერ რეკლამების ნახვისას დახარჯულ დროსთან – და გადააკეთონ ის მონაცემებად.

სისტემას ასევე შეუძლია გამოიყენოს ფიზიკური აქტივობა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის: სენსორები დაადგენენ, როდესაც სხეული ასრულებს ფიზიკურ დავალებას, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აჩქარებული პულსი, სწორედ ამ მონაცემებს გამოიყენებს აპლიკაცია ბლოკების გასახსნელად. სპეციალურ სკანერებს ტვინის ტალღების აღქმაც შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ნიდერლანდებში მოქმედმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ექსპერიმენტის შედეგად დაადგინა, რომ ადამიანები საკმარის ენერგიას გამოყოფენ კრიპტოვალუტების მაინინგისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-მა უკვე დააანონსა სისტემა, ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა კომპანია ამ მხრივ ნაბიჯების უფრო წინ გადადგმას. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ამ ყველაფრის ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან ინტეგრირება.

როგორ ფიქრობ, რამდენად რეალურია Microsoft-ის ინიციატივა?

წყარო: https://bit.ly/2R6XxW1

© 2020 MyCoins.ge all rights reserved