ალტკოინების სეზონი ახლოვდება?

Home » ბიტკოინი » ალტკოინების სეზონი ახლოვდება?
23/03/2022
ალტკოინების სეზონი ახლოვდება?

ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიტკოინი (BTC) და ალტკოინები სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება. ბევრ ქვეყანაში ციფრული ვალუტები უკვე ლეგალიზებულია და ამის კვალად, კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება. იზრდება ციფრული ბაზრის კაპიტალიზაცია. ბლოკჩეინის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ინსტრუმენტად იქცა NFT, რომელმაც ბევრს მილიონები აშოვნინა.

რა თქმა უნდა, ციფრულ სამყაროში მოწინავე როლს ისევ ბიტკოინი (BTC) ასრულებს, რომელიც ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტაა და ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციით გამოირჩევა. ყველა დანარჩენი ციფრული მონეტის ფასი, სწორედ ბიტკოინისას მიჰყვება. თუმცა რაც დრო გადის, ალტკოინები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და ისინი ბაზრის სულ უფრო მეტ წილს იკავებენ.

ბევრ დადებით თვისებასთან ერთად, ბიტკოინს (BTC) მინუსებიც აქვს – ტრანზაქციების დიდი დრო და მაღალი საკომისიო. მეორე მხრივ, ალტკოინები მომხმარებლებს სწრაფი და იაფი გადარიცხვებით იზიდავს.

არის ქვეყნები, სადაც ციფრული ვალუტები და განსაკუთრებით ბიტკოინი (BTC), აკრძალულია. მათ შორისაა ჩინეთი, ერაყი, ეგვიპტე, მაროკო, ტუნისი. არის კიდევ ერთი ფაქტორი – კვლევა სახელწოდებით „ბიტკოინის ნახშირბადის კვალის გადახედვა“ აჩვენებს, რომ ბიტკოინის მაინინგის დროს გამოყოფილი CO2-ის წლიური მოცულობა 65.4 მილიონ ტონას აღწევს.

აღნიშნული ფაქტორების გამო, ბიტკოინის (BTC) ბაზრის განვითარება ფერხდება. ამის პარალელურად, ალტკოინებზე და განსაკუთრებით მემე კოინებზე, როგორებიცაა დოგკოინი (Doge) და შიბა ინუ (Shiba), მოთხოვნა იზრდება. ამას ხელს ის გარემოებაც უწყობს, რომ ალტკოინებს სულ უფრო მეტი კომპანია და ბიზნესი იყენებს. ამის საუკეთესო მაგალითია ილონ მასკის „ტესლა“, რომელიც საკუთარი პროდუქციის ნაწილს უკვე დოგკოინში ყიდის.

მასკმა ერთხელ ხუმრობით განაცხადა, რომ „მაკდონალდსის“ პროდუქტების მოხმარებას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ მათ ყიდვას დოგკოინით (Doge) შეძლებს. ამას აღნიშნული კრიპტო ვალუტის ფასის და პოპულარობის ზრდა მოჰყვა. ამის პარალელურად, სავაჭრო პლატფორმა „ამაზონმა“ შიბა ინუს (Shiba Inu) მიღება დაიწყო, რამაც ამ მემე კოინის (რომელსაც ხშირად დოგკოინის მკვლელსაც უწოდებენ) პოპულარობის ზრდა გამოიწვია.

ბევრი ინვესტორი ისეთი ალტკოინების ყიდვას ამჯობინებს, რომლებიც ამჟამად შედარებით იაფი ღირს, თუმცა ზრდის მაღალი პოტენციალით გამოირჩევა. ასეთი ალტკოინები ბაზარზე შესვლის და დიდი მოგების მიღების საუკეთესო საშუალებაა.

ალტკოინების პოპულარობის ზრდას, მეტწილად სწორედ ეს გარემოება განაპირობებს.

ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ალტკოინების „გადატრიალება“ გარდაუვალია. და ეს არ მოხდება მხოლოდ ეთერიუმის (Ethereum) ხარჯზე. ბევრი ალტკოინის პოპულარობა გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება და ისინი ბაზრის უფრო მეტ წილს იკავებენ. შესაბამისად, ეს წილი ბიტკოინს (BTC) აკლდება.

ალტკოინების ზრდის კიდევ ერთი გარემოება ისაა, რომ საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად, ასეთ კრიპტოებს უფრო მეტად იყენებენ DeFi-ს მეტავერსის და სათამაშო პლატფორმები.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved