თუ ნამდვილი კრიპტო-ენთუზიასტი ხარ და სამეგობროში უკვე ყველას ყურები გამოუჭედე რევოლუციურ ტოკენებზე გაუჩერებლად ლაპარაკით, დიდი შანსია, რომ შავ-ბნელი 2021 წლიდან პირბადეების, საიდუმლო ქორწილებისა და სამი მუშკეტერის გარდა, LUNA-ც გახსოვდეს. 2021 წლის მეორე ნახევარში ბევრს ეგონა, რომ LUNA სტაბილურ ქოინებში ყველაზე უფრო სტაბილური გამოდგებოდა, მაგრამ კარგად გვახსოვს რაც მოხდა – LUNA ლამის განულდა. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ქოინის გახსენება შეიძლება. ამიტომაა, რომ ყველა კრიპტო ფორუმზე, ერთი და იგივე რჩევას ამოიკითხავ – შენი კრიპტო პორტფელი დივერსიფიცირებული უნდა იყოს. ეს კი ნიშნავს, რომ ერთ აქტივს არ უნდა გადაყვე და თითოეული ალტქოინის რევოლუციურ დაპირებებსა და მის გარშემო ატეხილ, ხშირად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, ცოტა სკეპტიკურად შეხედო. იმიტომ, რომ კრიპტო ბაზარი მერყეობითა და არასტაბილურობით ხასიათდება, შეცდომა კი ყველას შეიძლება მოუვიდეს.
თუ კრიპტოში ახალი ხარ, სანამ გავაგრძელებთ, მაინც შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის გარდა, ყველა კრიპტოვალუტა ალტქოინია, იგივე ბიტკოინის ალტერნატიული ქოინი. 2009 წელს შექმნილი ბიტკოინის მერე, ბაზარი ძალიან გაიზარდა და კრიპტო სხვადასხვა ვალუტებად დახურდავდა. ზოგიერთი ალტკოინი ბიტკოინის ტექნიკურად გაუმჯობესებას ცდილობს, ზოგი ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს, ზოგი კი მხოლოდ ერთ ფუნქციაზეა კონცენტრირებული და მაგალითად, კონკრეტულად გეიმინგისთვის გამოიყენება. არასწორად არ გაგვიგო, ზოგიერთი ალტკოინი კრიპტოსამყაროში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და საბაზრო კალიტალიზაციაც მაღალი აქვს – მაგალითად, ეთერიუმი, რიპლი, კარდანო, დოჯი… და ა.შ თუმცა, ბიტკოინისგან განსხვავებით, ალტქოინების უმეტესობა არასტაბილურია და მათ ყიდვამდე მთელი რიგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინო.
მაშ ასე, როგორ ამოვიცნოთ ღირსეული ალტკოინი? პირველ რიგში, შეისწავლე ალტქოინის ტექნიკური მხარე – გაუმჯობესებული ტექნოლოგია ან ტექნიკური ინოვაცია ახალი ქოინის წარმატების შანსებს ზრდის. მითუმეტეს, რომ ბიტკოინში შეიძლება იგივე თვისებებს ვერ შევხვდეთ. თანაც, ტექნიკური სიახლეები კრიპტო ბაზრის გაჯანსაღებასა და განვითარებას უწყობს ხელს, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ნამდვილ ინოვაციას. მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რომელიც მიმოცვლაში არსებული ყველა ქოინის საერთო ღირებულებას აღნიშნავს. ზოგადად, ვალუტები მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, საინვესტიციოდ ნაკლებად რისკიანად ითვლება.
გასათვალისწინებელია ალტკოინის ფუნქციაც – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ალტქოინი სხვადასხვა მიზნითაა შექმნილი. ზოგიერთი მართლა ბიტკოინის გასაუმჯობესებლადაა ჩაფიქრებული, ზოგი კი თამაშებს, ფინანსებს ან ჯანდაცვის სფეროს ემსახურება. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი ქოინი უბრალოდ ინვესტორების გასაძარცვად არსებობს. ისევ 2021 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ ძალიან პოპულარული სერიალის მოტივზე, შეიქმნა ქოინი – SQUID, რომელიც 1 კვირაში 23.000.000%-ით გაიზარდა და ასევე სწრაფად განულდა. როგორც შემდეგ გაირკვა, SQUID-ის დეველოპერებმა ინვესტორებისგან 3.4 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები მოიპარეს.
საიდუმლო არაა, რომ თუ დაბალი რისკი, მაღალი რეპუტაცია, ბაზარზე დომინირება და ქოინების სტაბილურად შენახვა გსურს, ამისთვის ბიტკოინი შეუცვლელი არჩევანია. თუმცა, თუ სწორ ალტქოინებშიც გადაანაწილებ ინვესტიციას, შეიძლება ზრდის პოტენციური მაჩვენებელი გამართლდეს და შენი ქონება გაიზარდოს. თუმცა, სანამ რამეს მოიმოქმედებ, ალტერნატივის რეპუტაციაში აუცილებლად დარწმუნდი.
მაღალი რეპუტაციის მქონე ალტქოინების ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და განაღდება mycoins.ge-ზე შეგიძლია.