ამერიკელი ფინანსისტი მრჩეველები უფრო ხშირად შესთავაზებენ კლიენტებს ინვესტიციებს ბიტკოინში (BTC) – ბიტკოინის ფიუჩერსებზე ETF-ების ლეგალიზაციის დამსახურებით

Home » ბიტკოინი » ამერიკელი ფინანსისტი მრჩეველები უფრო ხშირად შესთავაზებენ კლიენტებს ინვესტიციებს ბიტკოინში (BTC) – ბიტკოინის ფიუჩერსებზე ETF-ების ლეგალიზაციის დამსახურებით
26/10/2021
ამერიკელი ფინანსისტი მრჩეველები უფრო ხშირად შესთავაზებენ კლიენტებს ინვესტიციებს ბიტკოინში (BTC) – ბიტკოინის ფიუჩერსებზე ETF-ების ლეგალიზაციის დამსახურებით

ინსტიტუციონალებს მიეცათ ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ შევიდნენ კრიპტოსფეროში არა პირდაპირ, არამედ სპეციალიზებული ფონდების მეშვეობით. რაც მათ შეეძლებათ პროცედურები შეასრულონ ლეგალურად, ყოველგვარი წნეხისა და შიშის გარეშე მთავრობის მხრიდან.

ფინანსური მრჩევლები შეერთებულ შტატებში მართავენ 110 ტრილიონი დოლარის აქტივებს, იხსენებს კომპანია MicroStrategy-ის СEO მაიკ სეილორი. ფიუჩერსული ETF-ით, კომპანიები სულ უფრო მეტად შესთავაზებენ თავიანთ კლიენტებს ინვესტიციებს ბიტკოინში.

გასულ წელს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა Bitwise-ის გამოკითხვის შედეგები: ფინანსური მენეჯერების 80%-ზე მეტმა თქვა, რომ კლიენტები პერიოდულად სვამენ კითხვებს კრიპტოვალუტებში ინვესტიციების დაბანდების ვარიანტების შესახებ. მათ მხოლოდ სამართლებრივი გაურკვევლობა აკავებდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ახლა მეგა ფინანსურ ინსტიტუტებს შეეძლებათ აქტიურად შეისწავლონ კრიპტოსფერო და გაამზადონ ტრილიონობით დოლარები კრიპტო ინდუსტრიისთვის.

პირველ რიგში მათი ფულადი ნაკადი შევა ტოპ კრიპტოვალუტებში, როგორებიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (Ethereum), კარდანო (Cardano), რიპლი (Ripple), სტელარი (Stellar). გახსოვდეთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს სპეკულაციური ბულ რანი, რის შემდეგაც აუცილებლად იქნება ბეარ მარკეტი, სულ მცირე რამდენიმე თვიანი ბეარ მარკეტი გარანტირებულად, რის შემდეგაც დაიწყება უკვე ტექნოლოგიური ბულ რანი, რომლებიც ნამდვილად საჭიროა ციფრული სამყაროს განსავითარებლად, ეს გარდაუვალი პროცესია.

ტექნოლოგიები ვითარდება, ყველაფრის გაციფრულება მიმდინარეობს, საერთაშორისო გადახდები, მონაცემთა ბაზები, ბლოქჩეინ ინდუსტრია, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიზაცია, სანდოობა, დაცულობა, სტაბილურობა, ყველა სფეროს ელექტრონულ სისტემებზე გადასვლა მიმდინარეობს ჩვენს ცხოვრებაში, ამ პროცესში მნიშვნელოვან და მთავარ ადგილს დაიკავებს სწორედ ტექნოლოგიურად განვითარებული პროექტები.

ამიტომ ეცადეთ შეასრულოთ სწორი ინვესტიცია, გქონდეთ სტრატეგია, იყიდეთ და დაელოდეთ, თქვენი დროც მოვა.

წყარო

შემოგვიერთდი Facebook ჯგუფში 👈

© 2020 MyCoins.ge all rights reserved