2019 წლის 11 აპრილს გამოქვეყნებული პრეს – რელიზის მიხედვით, ნიუ – იორკში დაფუძნებულმა ბლოკჩეინ – სტარტაპმა Flexa – მ საცალო მოვაჭრეებისათვის ბლოკჩეინზე დაფუძნებული საგადამხდელო ქსელის შესაქმნელად 14.1 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ოდენობის კაპიტალი გამოყო. აღნიშნულმა სტარტაპმა სახსრები ისეთ ერთეულებისაგან მოიძია, როგორებიცაა ადრეული ეტაპის მონეტის კაპიტალიზაციის ფონდი 1kx – ი, საინვესტიციო ფირმები Access Ventures – ი და Nima Capital – ი, და ე.წ ჰეჯირების ფონდი Pantera Capital – ი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეს იყო მათ მიერ დაფინანსების გამოყოფის მესამე შემთხვევა და მათ კომპანიის მიერ გაცემულმა ჯამურმა დაფინანსების მოცულობამ უკვე 160 მილიონ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია. სტარტაპი ამ ეტაპზე აპირებს საცალო მოვაჭრეებისათვის საგადამხდელო ქსელის შექმნას, რომელიც შეამცირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ე.წ. საზედნადებო ხარჯებსა და თაღლითობის რისკებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმისა და უსაფრთხოების სისტემის წყალობით. Flexa ასევე გეგმავს მობილური აპლიკაციის შექმნასა და განვითარებას, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მათ ხელთ არსებულ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები. Flexa – ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი ტირექტორის ტაილერ სპადლინგის თქმით, გლობალურ კრიპტოსავალუტო გადახდებს აურაცხელი სარგებელი მოაქვს საზოგადოებისათვის (მათ შორის ტრანზაქციის დანახარჯისა და თაღლითობასთან დაკავშირებული რისკის შემცირება), თუმცა ჯერ – ჯერობით აღნიშნული ტექნოლოგიების ათვისების პროცესში მრავალი ფორმის ბარიერი არსებობს და Flexa იქნება ზუსტად ის კომპანია, რომელიც სავაჭრო ბარიერების შემცირების პროცესში ერთ – ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
დღესდღეობით, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ფართოდ არის გავრცელებული საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ა.შ.შ. – ს სურსათისა და წამლების ქსელმა Albertsons Companies – მა განაცხადა, რომ საკუთარი სურსათის მიწოდების გასაკონტროლებლად IBM – ის Food Trust – ის ბლოკჩეინის პლატფორმას გამოიყენებს. ამავდროულად, გასულ თვეში, ა.შ.შ. – ის Pork Board – მა ბლოკჩეინ სტარტაპ ripe.io – თან თანამშრომლობით ახალი ბლოკჩეინ პლატფორმა დატესტა, რომელიც ღორის ხორცის მიწოდების ჯაჭვის აღრიცხვისთვის გამოიყენება. როგორც ჩანს, ზემოთხსენებული თანამშრომლობა წევრ კომპანიებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ეკოსისტემის გამოყენების საშუალებას მისცემს, რაც თავისმხრივ გააუმჯობესებს მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილებას, სურსათის უვნებლობის სტანდარტებსა და გარემოს უსაფრთხოების დაცვის ხარისხს.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/us-startup-raises-141-mln-for-blockchain-based-payments-network-for-retailers