ბითმეინი მსოფლიო ციფრულ მაინინგის სამიტს თბილისში გამართავს

Home » სიახლეები » ბითმეინი მსოფლიო ციფრულ მაინინგის სამიტს თბილისში გამართავს
13/09/2018
ბითმეინი მსოფლიო ციფრულ მაინინგის სამიტს თბილისში გამართავს

World Digital Mining Summit 2018

MyCoins-ი გლობალური კრიპტო ივენთის – მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი 2018 – ის ოფიციალური მედია პარტნიორია.  სამიტი 21-23 სექტემბერს თბილისში ჩატარდება, რომელსაც ერთობლივად უმასპინძლებს “BITMAIN” და „BITKAN”.

შპს ‘’ბითმეინ ტექნოლოჯი’’, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ბლოქჩეინ მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების სფეროში, 13 აგვისტოს აცხადებს მიღებას, 21-23 სექტემბერს გამოცხადებულ ბლოქჩეინ სამიტზე დასასწრებად. ბითმეინის მიერ ბითკანთან თანამშრომლობით,  ბლოქჩეინ ინდუსტრიის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება  21-დან 23 სექტემბრის ჩათვლით Hotels and Preference Hualing -ში და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ბლოქჩეინ ტექნოლოგიების ინდუსტრიის ლიდერები შეიკრიბებიან  თავიანთი  შეხედულებების, რესურსებისა თუ შესაძლებლობების გასაზიარებლად.

მსოფლიო ციფრულ მაინინგ სამიტი იქნება 2018 წლის პირველი მასშტაბური კონფერენცია ბლოქჩეინისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში, რომელშიც 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას. განხილული იქნება შემდეგი თემები: მაინერები და მათი მწარმოებელი კომპანიები, მაინინგ პულები, ბლოკჩეინ ტექნოლოგები, კვლევები კრიპტოსფეროში და სხვ.

კონფერენცია მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია მაინინგ ეკოსისტემისთვის. სფეროს ლიდერები გაუზიარებენ  მონაწილეებს ბლოქჩეინ ინდუსტრიის პრობლემებს, ტენდენციებსა და განვითარების გზებს, რომლებიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მაინინგის პოტენცია და მისი განვთარების გზები, მაინინგ რესურსები და მათი გამოყენების შიდა პრაქტიკა.

ტექნოლოგები და აკადემიკოსები გვესაუბრებიან საკუთარ პრაქტიკულ და თეორიულ მიღწევებზე, რეგულაციებზე რომელიც მომგებიანი იქნება, როგორც ბიზნესისთვის ასევე სახელმწიფოსთვის.

ასევე ისაუბრებენ ინვესტორები და სტარტაპერები, რომლებიც ინდუსტრიის ზრდის შემდეგ ეტაპზე აყვანის შესაძლებლობებს გაამხელენ.

2018 წლის მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტი თავს მოუყრის ყველა, ბლოქჩეინ ინდუსტრიითა და ციფრული სამყაროთი  დაინტერესებულ მხარეს რათა მოხდეს იდეების გაცვლა, აღნიშნული სფეროს პოტენციის ზრდა, ცოდნის ამაღლება და სფეროს ხელშეწყობა.

სამიტის დადასტურებული სპიკერები:

ჯიჰან ვუ – ბითმეინის აღმასრულებელი დირექტორი

როჯერ ვერ – Bitcoin.Com- ის აღმასრულებელი დირექტორი

იუ ფანგ – ბითქენის აღმასრულებელი დირექტორი

ჯეისონ ჟუგანგი – პროექტის დირექტორი, BTC.COM

ლინგჩაო ქსუ – პროექტის დირექტორი, Antpool

მართა ჟანგი – DEX.top თანადამფუძნებელი

ოლსენ სუ – ბითმეინის გლობალური მაინინგ ფერმის ხელმძღვანელი

მარკო სტრენგი – აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, ჯენეზიზ მაინინგი

შონ ვოლში – ჰიპერბლოკის აღმასრულებელი დირექტორი

ბატი ჰეიდროვი- იუნიმაინერსის  აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი

დიმიტრი ოზერსკი – ელექტრო ფერმის მმართველი პარტნიორი

  • სამიტზე სამუშაო ენა იქნება ინგლისური.

ბილეთების, მოგზაურობის, სასტუმროში განთავსების, სპონსორისა და მედიის შესახებ, ყველა ინფორმაცია იხილეთ ჩვენი სამიტის ვებ-გვერდზე  https://www.miningconf.org/?=mycoins

ბითმეინის შესახებ

ბითმეინი დაფუნძნდა 2013 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში. კომპანია მოიცავს კომპიუტერულ მშენებლობას, განსაზღვრავს ტექნოლოგიურ განვითარებას კრიპტოვალუტაში, ბლოქჩეინში და ხელოვნურ ინტელქეტში. ბითმეინი არის ლიდერი საერთაშორისო ბლოქჩეინის ინდუსტრიაში კრიპტოვალუტის მაინერების  წარმოების კუთხით ანტმაინერის ბრენდის ქვეშ. ასევე მათი პროგრამების წარმოებით. კომპანია განკარგავს კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში რამოდენიმე მსხვილ პულებს Antpool.com, BTC.com და connectBTC.com,  ასევე hashnest.com, მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ მაინინგ პორტალი.

ლიდერი მზარდ ბლოქჩეინის ეკოსისტემების ტექნოლოგიებში, ბითმეინი ხელს უწყობს ყველა სტარტაპს და ახლადშექმნილ პლატფორმას, ასევე იღებს აქტიურ მონაწილეობას ინდუსტრიის და ამ ინდუსტრიაში მყოფი საზოგადოების განვითარებაზე. როგორც ვთქვით, ბითმეინის სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში, თუმცა ოფისები აქვს ასევე ჩინეთში, ჰონგ-კონგში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved