კვირის განმავალობაში ბიტკოინისა და ალტკოინების ფასმა შესამჩნევი ვარდნა განიცადა. ბიტკოინი $9,400-იან ნიშნულსაც ჩამოცდა და 4 თებერვლის მერე, მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

ახლა მისი სავაჭრო ფასი 4%-იანი ვარდნის შედეგად, $9,033-ია და უახლოესი პროგნოზებიც უკვე გაკეთდა.
მაგალითად, პოპულარული ანალიტიკოსის, Josh Rager-ის აზრით, კრიპტოვალუტის ფასის დაღმავალი ტრენდი გაგრძელდება და მისი ფასი $8,700–$8,600-იან შუალედში მოექცევა.

ეთერიუმის ფასი 10%-მდე შემცირდა და დღევანდელი მდგომარეობით მისი შეძენა $231-ად შეგიძლია.

ფასის ვარდნას განიცდის ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერი კრიპტოვალუტა. რიპლის ფასი 9%-ით შემცირდა და კვლავ დაბალ ნიშნულს, $0.235-ს მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ დათვური ტრენდი გრძელდება და ანალიტიკოსების აზრით, ფასის შემცირება კვლავ გაგრძელდება.

ფასის 13%-მდე ვარდნა განიცადეს სხვა პოპულარულმა კრიპტოვალუტებმა: ლაითკოინი, დეში, ეოსი, ბიტკოინ ქეში.
საინტერესოა, კონკრეტულად რამ გამოიწვია კრიპტოვალუტების ფასების უეცარი ვარდნა და როგორ შეიცვლება კრიპტოსავალუტო ბაზრის მდგომარეობა კვირის ბოლოს?