ბიტკოინის დებიუტი Wall Street-ზე

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის დებიუტი Wall Street-ზე
12/01/2024
ბიტკოინის დებიუტი Wall Street-ზე

როგორც კრიპტოს ჩვევია, პროგნოზები ამჯერადაც პროგნოზებად დარჩა – ბიტკოინის ETF პროდუქტის დებიუტმა Wall Street-ზე არც თუ ისე წარმატებულად ჩაიარა. ETF-ით ვაჭრობის დაწყებიდან, ბიტკოინის ფასი 49 000 $-მდე ავარდა, თუმცა, მალევე გაუფასურდა. რამდენიმესაათიანმა Bull სენტიმენტმა ETH-სა და SOL-ის ფასზეც იმოქმედა და ისინი 10%-მდე გაზარდა.

როგორც კი ეიფორიამ გადაიარა, ბაზარზე დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ Grayscale-ის ETF-ით განპირობებული, მილიონობით დოლარის მოცულობის მოძრაობა ძირითადად აქტივების გაყიდვით იყო განპირობებული. შედეგად, 1 ბიტკოინის ფასი 45,700$-მდე ჩამოცურდა და 47,000$ ნიშნულს ახლაც ვერ სცდება.

ბიტკოინის ამგვარმა მოძრაობამ სხვა ფასიანი ქაღალდების პროდუქტებზეც იქონია გავლენა და მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოს ფასების ნიშნულები ერთი შეხედვით, ძალიან არ შეცვლილა, კრიპტო-მოვაჭრეებმა, ლიკვიდაციებში, ჯამში 230 მილიონი დოლარი დაკარგეს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved