ბიტკოინის კორექცია და ექსპერტების მოსაზრებები

Home » სიახლეები » ბიტკოინის კორექცია და ექსპერტების მოსაზრებები
12/12/2023
ბიტკოინის კორექცია და ექსპერტების მოსაზრებები

კრიპტობაზარი ნელ-ნელა ეიფორიიდან გამოდის და ფასები სტაბილურდება. Coindesk-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ფასი ერთ დღეში 7%-ით შემცირდა, რაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსგავსი დინამიკა აქვს ETH-საც. თუმცა, კრიპტოენთუზიასტებმა იციან, რომ ფასის კორექცია ჩვეული მოვლენაა და ექსპერტებიც დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებენ.

ანალიტიკოსი უილ კლემენტე ამბობს, რომ კორექცია და მცირე უკუსვლა აუცილებელია მომვალი ზრდისა და სტაბილურობისთვის: “კორექციები სუსტებს მოიშორებს და სამომავლო წინსვლას ჩაუყრის საფუძველს. ბიტკოინის მერყეობა “ბაგი” არ არის, მომავალია.” – აღნიშნავს პოპულარული ანალიტიკოსი – “ბიტკოინის ფასი 2 თვეში ლამის გაორმაგდა, კორექცია მოსალოდნელი იყო”. ამ მოსაზრებას ეთანხმება ჯოელ კრუგერიც, LMAX Group-ის სტრატეგი საბაზრო მიმართულებით, “ლიკვიდაციის კასკადი დაეხმარა კრიპტოს Overbought დონის დაძლევაში, ახლა აქტივები შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს”.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved