კრიპტო გამოცემების ინფორმაციით, გასულ კვირას, მაინერებისა და ETF მფლობელებისგან პროდუქტის გაყიდვის შედეგად შექმნილი წნეხი შემცირდა და ბიტკოინის ფასიც გაიზარდა.
ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა გასულ 24 საათში 4,7%-ით გაძვირდა. შედეგად, ბიტკოინის ფასი გასული თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. უცნაურია, თუმცა დაკვირვებებზე დაყრდნობით, უკვე აშკარაა, რომ ყოველ ჩინურ ახალ წელს ბიტკოინი გაზრდილი ფასით ხვდება. აზიური ბაზარი უზრუნველყოფს, რომ ყოველ ჩინურ ახალ წელს, რომელიც თებერვალში აღინიშნება, ბიტკოინის ფასი გაიზარდოს. რახან წელს ჩინური კალენდრით დრაკონის წელია, დრაკონის აღმნიშვნელი ჩინური სიტყვა კი ძალიან გავს ინგლისურ Long-ს, კრიპტო ენთუზიასტებმა მიმების მთელი კორიანტელი შექმენს “ბიტკოინის Long წელიწადზე”.
Coindesk-ის პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს და 48,000$-იან ნიშნულს მიუახლოვდეს.