ბიტკოინის ფასი დაეცა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასი დაეცა
18/08/2023
ბიტკოინის ფასი დაეცა

18 აგვისტოს, Bitcoin-ის ფასი თითქმის 8%-ით დაეცა. Მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა და კრიპტობაზარი მთლიანად შეარყია, ბიტკოინის დროებითი გაუფასურება თითქმის ყველა სხვა ქოინსაც მიწვდა (მაგალითად, LTC-ის თითქმის 14%-ანი ვარდნა აქვს). BTC-ის ფასი დროებით $25 409-მდე დაეცა, თუმცა ამ ნიშნულს მალევე აცდა და ნაწილობრივ დასტაბილურდა. აღსანიშნავია, რომ ამ ვარდნამ ერთი ხელის მოსმით დააკარგვინა კრიპტოვალუტას ივნისისა და ივლისის ზრდა.

Bitcoin-ის გაუფასურება დაემთხვა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის ფინანსების შესახებ. გამოცემის მიხედვით SpaceX-მა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თავისი Bitcoin ჰოლდინგები 373 მილიონი დოლარით შეამცირა და კრიპტოვალუტა გაყიდა. ილონ მასკისა და მისი კომპანიების ფაქტორი აქამდეც გამხდარა კრიპტოსამყაროში მოულოდნელი ცვლილებების გამომწვევი, თუმცა, The Wall Street Journal-ის გუშინდელი ინფორმაცია SpaceX-ის ჯერ არ დაუდასტურებია.

ზოგიერთი კრიპტომოვაჭრე BTC-ის მოულოდნელ ვარდნას ჩინური გიგანტის, China Evergrande-ს ბანკროტს უკავშირებს. Სხვა თეორიით კი, შტატებში საპროცენტო განაკვეთის უპრეცენდენტო ზრდამ განაპრობა ბაზრის რყევა. 

თუმცა, ექსპერტების ნაწილი თანხმდება, რომ პროცესი ერთ კონკრეტულ მოვლენას არ გამოუწვევია და ბაზარი უკვე დიდი ხანია არალიკვიდური და ბრტყელი იყო, მკვეთრი ცვლილებები კი – მოსალოდნელი.მიუხედავად ამისა, განწყობა პესიმისტური არაა, Cointelegraph-ის ცნობით, ამ ვარდნის მიუხედავად, BTC 2023 წელს მაინც 60%-ითაა გაზრდილი.

Რეგულაციების მოლოდინი, უახლოესი სასამართლო პროცესები და კრიპტოვალუტის იდეის მედეგობა გვაძლევს გარანტიას, რომ წინ კიდევ უფრო საინტერესო პროცესები გველოდება. 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved