ბიტკოინის ფასი იკლებს, ეს ჰალვინგი განსხვავებულია

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასი იკლებს, ეს ჰალვინგი განსხვავებულია
03/04/2024
ბიტკოინის ფასი იკლებს, ეს ჰალვინგი განსხვავებულია

2 თვიანი შეუჩერებელი ზრდის, ახალი All time high-სა და ჰალვინგის მოლოდინის მიუხედავად, ბიტკოინი და ეთერიუმი ამ კვირაში მკვეთრად გაუფასურდნენ. ამ ტექსტის წერისას, Coingecko-ს მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი გასული 7 დღის განამვლობაში ჯამში 4.4%-ით გაუფასურდა. როგორც ჩანს, ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტები (და ზოგადად, კრიპტო ბაზარი) კორექციის ფაზაში შევიდნენ.

კრიპტო ფასიანი ქაღალდებისა (ფიუჩერსის) და მათ მიხედვით დადებული კონტრაქტების რაოდენობამ იკლო. CoinDesk20 ინდექსით კი ბიტკოინის ნიშნული 66 000 დოლარია, რაც CoinDesk-ის ინფორმაციითვე ბაზრის ზოგად, ფართო სისუსტეზე მიუთითებს.

სინგაპურის Presto-ს დერივატებით მოვაჭრე იუნ-იანგ ჰეო ამბობს, რომ “ბიტკოინის ETF-დან შემოსავლების თითქმის სრული სტაგნაციაა, ბიტკოინისა და ეთერიუმის საბაზრო ფასები 20 -დღიან მოძრაობის საშუალოზე უფრო დაბლაა… ტრენდსაყოლილები უკვე გუშინვე ჩათვლიდნენ, რომ ამჟამად, რბოლა დასრულებულია”.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე დღეში ჰალვინგია. განვითარებული მოვლენებს თუ გადავხედავთ, ადვილი სათქმელია, რომ 2024 წლის ჰალვინგი მისი წინამორბედების სცენარს არ იმეორებს – შესაძლოა დასკვნა ნაადრევია, მაგრამ ციკლი შეიცვალა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved