ბიტკოინის ფასი კვლავ იზრდება, ანალიტიკოსების განცხადებით „კრიპტო ზამთარი“ დასრულდა

Home » სიახლეები » ბიტკოინის ფასი კვლავ იზრდება, ანალიტიკოსების განცხადებით „კრიპტო ზამთარი“ დასრულდა
29/05/2019
ბიტკოინის ფასი კვლავ იზრდება, ანალიტიკოსების განცხადებით „კრიპტო ზამთარი“ დასრულდა

Financial Times-ის თქმით, კრიპტოვალუტების ფასი გასული ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად დავარდა, რის გამოც აქტივთა ეს კლასი, ინვესტორთათვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, კერძოდ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასების ზრდამ აღნიშნული ტენდეცია რადიკალურად შეცვალა.

Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს უდიდესი ციფრული აქტივის, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალი 10%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც მისმა ფასმა 2019 წლის 27 მაისს წლის უმაღლეს ნიშნულს – 8,942.58 დოლარს მიაღწია.

სხვა ციფრულ აქტივებთან ერთად ლაითკოინის ფასიც საგრძნობლად გაიზარდა, 27 მაისს  მისი ფასი 13%-ით, ხოლო 2019 წლის განმავლობაში კი 290%-ით გაიზარდა.

ბიტკოინის შემდეგ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა – ეთერიუმიც არ ჩამოუვარდება კრიპტოვალუტების ზრდის ტრენდს და  27 მაისს 8%-იან, ხოლო 2019 წლის ფარგლებში 110%-იან ზრდას გვიჩვენებს.

„კრიპტოზამთარი” დასრულდა, კრიპტობაზარიც გამოცოცხლდა და შესაბამისად იკლო სკეპტიკურმა შეფასებებმა, რომელიც  ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების აღსასრულისაკენ მიუთითებდნენ. კრიპტოვალუტებში დიდ ინვესტიციებს დებენ ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიც არიან Facebook, რომელიც აქტიურად მუშაობს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე და JPMorgan Chase, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს შესთავაზოს თავის კლიენტებს ბლოკჩეინ სისტემაზე დაფუძნებული ტრანზაქციები.

თქვენ რას ფიქრობთ დასრულდა “კრიპტოზამთარი”?

ამ მომენტისათვის ბიტკოინის ფასი MyCoins.ge-ზე 8,935.02 დოლარია (გაყიდვის შემთხვევაში 8,405.49 დოლარი)


სტატიის წყარო: https://myc.ge/2HJ5ts8

© 2020 MyCoins.ge all rights reserved