ოთხშაბათს დასტაბილურებული ბიტკოინი ხუთშაბათს ისევ უფასურდება. კრიპტოვალუტის ამ კონკრეტულ მერყეობას ამერიკის ეკონომიკასა და მასთან დაკავშირებულ შიშებს აბრალებენ – რეცესიის მოლოდინმა ინვესტორებს სარისკო აქტივების გაყიდვისკენ უბიძგა.
25 აგვისტოს ბიტკოინი დაახლოებით 65 000$ ღირდა, მას შემდეგ კრიპტო-აქტივის ფასი სტაბილურად იკლებს – ბოლო რამდენიმე საათში იგი 2%-მდე გაუფასურდა. ის ფაქტი, რომ სტაბილურ უკუსვლას ფასის რამდენიმესაათიანი რეგულირება ახასიათებს, მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს “ზრდისას გაყიდე” მიდგომასთან.
იგივე მდგომარეობაა სხვა კრიპტოვალუტების ჩარტებშიც. ETH-მ, XRP-მ, TON-მა და სხვებმა ოთხშაბათს აკრეფილი მომენტუმი დაკარგეს.