ბიტკოინის ფასი $10,000-ს ისევ გაცდა. როგორია უახლესი პროგნოზები?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასი $10,000-ს ისევ გაცდა. როგორია უახლესი პროგნოზები?
12/02/2020
ბიტკოინის ფასი $10,000-ს ისევ გაცდა. როგორია უახლესი პროგნოზები?

ბიტკოინის ფასმა 6 საათში კიდევ $500-ით მოიმატა და მისი ფასი ამ დროისთვის უკვე $10,316-ია.

ალტკოინების ფასიც ბიტკოინის ტემპს მიჰყვება. ეთერიუმის ფასმა 5%-იანი ზრდის შედეგად $230-იანი ნიშნული გადალახა, ლაითკოინის ფასი კი $80-ს მიუახლოვდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაიზარდა აქტიურობა ბიტკოინის მიმართ როგორც მედიაში, ასევე გუგლის საძიებო სისტემაშიც. ინვესტორები ფასის ზრდას კვლავ ელიან.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ფასების ზრდა უკავშირდება აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, Jerome Powell-ის განცხადებებს.

გუშინ Powell-მა დაადასტურა, რომ ფედერალური დაზვერვა ციფრულ ვალუტაზე მუშაობს. ასევე დასძინა, რომ კრიპტოვალუტის როლის ზრდა აშშ-ს დოლარს საფრთხის წინაშე აყენებს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მაისში ბიტკოინის ჰალვინგია და კრიპტოსავალუტო ბაზრის ყურადღება ამ ფაქტზეა მიმართული. ბევრი მოელის, რომ 2016 წლის მსგავსად, ფასები კვლავ გაორმაგდება.

,,წელს ბევრი რამ ხდება ბიტკოინის ირგვლივ”, – განუცხადა გუშინ CNBC-ის Fundstrat Global Advisors–ის დამფუძნებელმა, ტომ ლიმ, რომელიც მიუთითებდა არა მხოლოდ ჰალვინგზე, არამედ აშშ-ს, ირანსა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზეც. მისი აზრით, ბიტკოინს ამ პროცესში ,,safe haven”-ის როლი აქვს.

,,ბიტკოინი წელს უნდა დაუბრუნდეს ძველ პოზიციებს”- დაამატა ლიმ, რომლის უახლოესი პროგნოზი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით $27,000-ია.

სხვადასხვა ანალიზის მიუხედავად, ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ ბიტკოინის ფასის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. საინტერესოა, იქნება თუ არა ეს შემთხვევა გამონაკლისი.

შენ რას ფიქრობ, როგორ შეიცვლება ბიტკოინის ფასი კვირის ბოლოსთვის?

წყარო: http://bit.ly/2UJkJMr

© 2020 MyCoins.ge all rights reserved