ამ კვირაში ETF ოპტიმიზმი დაბრუნდა, რაც კრიპტოვალუტის ფასზე დადებითად აისახა. ბიტკოინი გასულ 24 საათში 3,6%-ით გაიზარდა. თუმცა, ზრდის უფრო შთამბეჭდავი მონაცემები layer-1-ზე დაფუძნებულ სოლანას (SOL) აქვს. Coingecko-ს მონაცემებით, ალტკოინი გასულ 24 საათში 11,8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, წინა კვირის დანაკარგებიდან მშვენიერი “ქამბექი” გამოუვიდა.
გაიზარდა სხვა ალტკოინების ფასიც, მაგალითად, ტრონისა და კარდანოს კრიპტოვალუტების ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა. კრიპტოსამყარო Bearmarket-ში აღარაა და ETF პროდუქტი Bullrun-ისკენ მიმავალ გზაზე მთავარი გარდამტეხი უნდა გახდეს.