10 აპრილს ბიტკოინის ფასი $200-ით ჩემცირდა და ბოლო 4 დღის მანძილზე, პირველად ჩამოსცდა $7,000-ს.

დასაწყისისთვის, ფასი $7,150-დან $6,915-მდე შეიცვალა, ბოლოს კი ბიტკოინის ფასი $6,932-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
ერთ-ერთი ტრეიდერის, Michaël van de Poppe-ის აზრით, თუ ბიტკოინმა $6,900-ის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მისი ფასის $6,300-მდე ვარდნას უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ Fear & Greed Index 15-ს აჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ კრიპტოსავალუტო ბაზარი ისევ ,,შიშის” სტადიაშია. ინდექსის მიხედვით, შიშის ეს მაჩვენებელი ძირითადად ინვესტორების მღელვარე დამოკიდებულებას მიმართულებას აძლევს და ზოგიერთის აზრით, შესაძლოა ყიდვის შესაძლებლობაც იყოს.

ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციაც შეიცვალა და $200 მილიარდს ჩამოსცდა. ბიტკოინ ქეშის ფაი 10%-ით, ხოლო ეთერიუმის ფასი 5.3%-ით შემცირდა. ბიტკოინის წილი კი ბაზრის კაპიტალიზაციაში ამ ეტაპზე 64.1%-ია.
წყარო: https://bit.ly/2RpYGIr