იანვრის დასაწყისში, ყაზახეთში საპროტესტო აქციების ფონზე, ბიტკოინის ჰეშის კურსი მკვეთრად დაეცა. ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა, რის შედეგადაც ადგილობრივმა მაინერებმა მუშაობა ვეღარ განაგრძეს.
ყაზახეთი იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ყველაზე მეტი გამოთვლითი ძალა აქვთ ბიტკოინის (BTC) ქსელში. ჰეშის სიჩქარის აღდგენა დაიწყო 6-7 იანვარს, მაგრამ ამ კვირაში ის კვლავ დაეცა 176 ეგზაჰეშ წამში (EH/s).
ამგვარი არასტაბილურობის ფონზე, ესპანეთს შეუძლია გაზარდოს გამოთვლითი ძალა ბიტკოინის (BTC) ქსელში – განაცხასა ადგილობრივმა პოლიტიკოსმა “მარია მუნიოსმა”, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ პარტია Ciudadanos – ს.
მან ტვიტერის საშუალებით მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა შეექმნათ ყველაზე კომფორტული პირობები მაინერებისთვის სამუშაო პროცესების დასაწყებად. ამისთვის ესპანეთის მთავრობამ უნდა შემოიღოს კანონმდებლობა, რომელიც წაახალისებს კომპანიებს, ჩაერთონ კრიპტო მაინინგში ამ კონკრეტულ ქვეყანაში.
მუნიოზი ასევე ცნობილია იმით, რომ გასული წლის ოქტომბერში იგი თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ბიტკოინის (BTC) ლეგალიზაციის მომხრე იყო.
მისი აზრით, ესპანეთი შეიძლება გახდეს მოსახერხებელი ადგილი ბლოქჩეინის სტარტაპებისთვის. წელს პარტია იმავე ინიციატივით ისევ ცენტრალურ ბანკსა და მინისტრთა კაბინეტს მიმართავს.