ლონდონი (როიტერი) – ბიტკოინის ღირებულება ბოლო პერიოდში 10%-ით შემცირებულია, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოები ცდილობენ გამოააშკარაონ Facebook-ის გეგმები ახალი ციფრული ვალუტა ლიბრასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს სერიოზული გამოძიება კრიპტოვალუტა ლიბრასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური, ასევე კანონშესაბამისობის კუთხით.
სოციალური მედია გიგანტი იბრძვის თავისი მიზნების მისაღწევად, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ 2020 წელს აპირებს ახალი კრიპტოვალუტის გაშვებას, რაც საკმაოდ შოკის მომგვრელი ფაქტი აღმოჩნდა საკანონმდებლო ორგანოებისათვის.
ასევე შეგახსენებთ, რომ პროექტი Libra-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მარკუსმა Senate Banking Committee-თან მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ყველასათვის სასარგებლო და მოსახრხებელი საგადახდო პლატფორმის შექმნას, რაზეც სენატორმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ „ილუზიაა” იმისათვის, რომ ხალხის ნდობა დაიმსახურონ.
Bitstamp-ის კურსით, 2:56 საათზე ბიტკოინის ფასი დაეცა 11.69%-ით და გახდა 9,582.12 დოლარი, ეს არის პირველი ვარდნა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 10,000 დოლარიან ზღვარს ქვემოთ.
მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა 14,000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა ივნისის თვეში, მას შემდეგ რაც Facebook-მა 18 ივნისს საჯაროდ განაცხადა ახალი პროექტის Libra-ს შესახებ.
ბოლო პერიოდში რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ეთერიუმის ფასიც შემცირდა 13.32%-ით, ხოლო რიპლის ფასი 8%-ით.
წყარო: https://myc.ge/32zi1uK