ბიტკოინი კიდევ უფრო წინ გაიჭრა, მას შემდეგ რაც გიგანტმა სოციალურმა ქსელმა – Facbook-მა საჯაროდ განაცხადა, ახალი კრიპტოვალუტისა (libra) და საგადახდო პლატფორმის (calibra) შექმნის შესახებ. მიაღწია რა ბიტკოინმა 2019 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებლს, ის კვლავ განაგრძობს ზრდას და სწრაფი ტემპებით უახლოვდება 10,000 დოლარის ნიშნულს
ბიტკოინის ფასი 20 ივნისს 21:19 წუთზე 9,328.92 დოლარის ნიშნულიდან 9 საათის განმავლობაში 4.711% გაიზარდა და 2019 წლის მორიგ რეკორდულ ფასს 9,768.49 დოლარს მიაღწია.
Google Trends-ის მონაცემების თანახმად „ბიტკოინი“ და მასთან დაკავშირებული სიტყვების გამოყენების სიხშირე ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა Google-ის საძიებო ძრავში, რაც ასევე მეტყველებს საზოგადოების ინტერესის ზრდაზე აღნიშნული კრიპტოვალუტისადმი.
წყარო: coinmarketcap.com
აღსანიშნავია, რომ სხვა კრიპტოვალუტების ფასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ეთერიუმის ფასიც, კერძოდ 12 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა 6,449%-ით მოიმატა და წლის რეკორდული ფასი 285,36 დოლარი აჩვენა.
წყარო: coinmarketcap.com
ელოდები მორიგ კრიპტობუმს?
დაამატე კრიპტოვალუტები შენს MyCoins ანგარიშზე, გამოიყენე საჭირო ფუნქციონალები:
წყარო: https://myc.ge/2FmQXVq