ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (Ethereum) სააქციო ბაზრებს დაჩრდილავს

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (Ethereum) სააქციო ბაზრებს დაჩრდილავს
18/05/2022
ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (Ethereum) სააქციო ბაზრებს დაჩრდილავს

ასეთი თამამი პროგნოზი აქვს ბლუმბერგის სასაქონლო ბაზრების სტრატეგ მაიკ მაკგლოუნს. ის ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე რყევების კლების კვალად, ორი ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის (ბიტკოინის და ეთერიუმის) კაპიტალიზაციას, სააქციო ბაზრების გადასწრების პოტენციალი აქვს.

მაკგლოუნი ტეთერის ამასწინანდელ ვარდნას და ტერას კოინ ლუნას და სტეიბლკოინ UST-ს კრახსაც შეეხო. მისი თქმით, როდესაც ტეთერს დროებითი ჩავარდნა აქვს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინზე (BTC) დაღმავალი ტრენდი მთავრდება და შესაძლოა, ფსკერი უკვე გავლილია.

მაკგლოუნის თქმით, ბიტკოინის (BTC) და მთლიანად ციფრული ბაზრის მიმდინარე ვარდნა, ბაზარს სპეკულატიური აქტივისგან წმენდს, რომელთა შორისაც, ტერაUSD-საც (UST) ასახელებს. რაც შეეხება ბიტკოინს (BTC), ის კვლავაც იმყარებს პოზიციებს და მალე ციფრული უზრუნველყოფის გლობალური საშუალება გახდება.

ის დასძენს, რომ რისკებისადმი ინვესტორების აპეტიტის კლების ფონზე, ბიტკოინის (BTC) და აქციების ფასები ეცემა. მისი განმარტებით, მიუხდავად იმისა, რომ ბიტკოინს (BTC) ხშირად ციფრულ ოქროდაც მოიხსენიებენ, ის და სხვა ციფრული ვალუტები ,კვლავაც რისკიანი აქტივების კლასს მიეკუთვნება. ამიტომ, იმ დროს, როდესაც აშშ-ის ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს და ამის კვალად, რისკისადმი აპეტიტი კლებულობს, აქციების და ციფრული ვალუტების ფასები ეცემა.

მაგრამ ახლა, როგორც მაკგლოუნი ამბობს, იწყება ინფრასტრუქტურის რეალური მშენებლობა. ის ამბობს, რომ ბიტკოინი და ეთერიუმი მხარდაჭერის ძლიერ დონეებამდე დავიდნენ, საიდანაც ზრდის ახალი ეტაპი დაიწყება. ცნობისათვის, ბიტკოინის (BTC) ფასი 30 000 დოლარს  ჩამოსცდა, ეთერიუმისა (Ethereum) კი – 2 000 დოლარს.

ის ასევე გვახსენებს, რომ თუ სააქციო ბაზარი ვარდნას გააგრძელებს, ბიტკოინიც და ეთერიუმიც იმავე გზას დაადგება. ამის მიზეზი კვლავაც ფედრეზერვის პოლიტიკის გამკაცრება იქნება, რომელიც ამ ნაბიჯით, მზარდ ინფლაციას ებრძვის. ოღონდ, ადრე თუ გვიან, ეს პროცესი დასრულდბა, რაც ბიტკოინსაც (BTC) და ეთერიუმსაც (Ethereum) კარგ სასტარტო ბიძგს მისცემს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved