ბიტკოინი (BTC) უკვე 40,000 ლარზე მეტი ღირს – რა ხდება ბაზარზე?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC) უკვე 40,000 ლარზე მეტი ღირს – რა ხდება ბაზარზე?
23/10/2020
ბიტკოინი (BTC) უკვე 40,000 ლარზე მეტი ღირს – რა ხდება ბაზარზე?

21 ოქტომბერს ბიტკოინის ფასმა $13,000-იან ნიშნულს მიაღწია. ანალიტიკოსები ამ მოვლენას რამდენიმე ფაქტს უკავშირებენ.

ერთ-ერთი ასეთი Paypal-ის განცხადებაა, სადაც კომპანიამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვის საშუალებას მისცემს.

ამ განცხადებას ბიტკოინის ფასის $12,300-დან $12,900-მდე ზრდა მოჰყვა.

❝ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ვითანამშრომლოთ მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა წვლილი შევიტანოთ იმ როლის ფორმირებაში, რომელსაც მალე ციფრული ვალუტები ითამაშებენ გლობალურ ფინანსებსა და ელექტრონულ ვაჭრობაში” – აღნიშნა Paypal-ის CEO-მ, Dan Schulman-მა.

ბიტკოინის 200-დღიანი მოძრავი საშუალო მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება.

სხვადასხვა ანალიტიკოსის აზრით, არსებობს იმის 7%-იანი ალბათობა, რომ ბიტკოინი მისი დროის ყველაზე მაღალ, $20,000-იან მაჩვენებელს მიაღწევს წლის ბოლოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობაც თითქმის გასამმაგდა თვის დასაწყისთან შედარებით, ეს ფაქტი კი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის მიერ $12,000-იანი ნიშნულის გადალახვას უკავშირდება.

ბლოგის წერის მომენტში, ბიტკოინი $12,856 დოლარი ღირს, მისი ფასის ცვლილება 7 დღის ჭრილში კი ასეთია.

coin360

იყიდი თუ გაყიდი?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved