“ბიტკოინი (BTC) ძირს აყალიბებს” – ბლუმბერგის ანალიტიკოსი

Home » ბიტკოინი » “ბიტკოინი (BTC) ძირს აყალიბებს” – ბლუმბერგის ანალიტიკოსი
17/01/2023
“ბიტკოინი (BTC) ძირს აყალიბებს” – ბლუმბერგის ანალიტიკოსი

ბლუმბერგის (Bloomberg) ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი ამბობს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი ძირს ქმნის, ისევე როგორც 2019 წელს იყო, რასაც აღმავალი ტრენდის დაწყება მოჰყვა, მაგრამ არის განსხვავებაც.

განსხვავება ისაა, რომ 2018 წლის ბოლოს, ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს დაბლა სწევდა, ამჯერად კი პირიქითაა – აშშ-ის ცენტრალურ ბანკს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია. უფრო მეტიც, ამჟამად სხვა ცენტრალური ბანკებიც ინფლაციასთან ბრძოლის ფარგლებში, პოლიტიკას ამკაცრებენ.

„მაშინ ფედრეზერვი პოლიტიკას არბილებდა და ამ დროს დაფიქსირდა ფასის ძირი, რასაც მაღლა მოძრაობის დაწყება მოჰყვა. ამჯერად პოლიტიკის აგრესიულ გამკაცრებას ვხედავთ და ამ სიტუაციაში, ბაზრებზე სიტუაცია შესაშური არაა. საერთო ჯამში, დიდი სურათი გვეუბნება, რომ ბიტკოინი (BTC) გაიზრდება“

– ამბობს მაკგლოუნი.

მისივე თქმით, ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ ბიტკოინი (BTC) დაუყოვნებლივ დაიწყებს ზრდას. ბაზარზე ჯერაც მრავლად არის ფაქტორები, რომლებიც აღმავალი ტრენდის დაწყებას აფერხებს და შეაფერხებს. მათ შორის, მთავარი ისევ და ისევ, ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გაგრძელებაა.

გარდა ამისა, მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ Nasdaq-ის ინდექსი 200 კვირიან მოძრავ საშუალოზე დაბლა ჩამოვა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ BTC-ის აღმასვლის დაწყება გადაიდება.

„ლიკვიდურობა სულ უფრო მეტად მცირდება და ამ სიტუაციაში, თუ Nasdaq-ი დაეცემა, ყველაფერს თან გაიყოლებს, მათ შორის, ბიტკოინსაც“, – ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ბაზარი „უპრეცედენტო“ გარემოში აღმოჩნდა, რომელიც დათვური (დაღმავალი) ტრენდისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა დიდ სურათს არც ეს ცვლის და ის ბიტკოინის (BTC) ზრდას გარდაუვალად მიიჩნევს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved