ბიტკოინის (BTC) ფასმა კვლავ დაიწყო ზრდა მას შემდეგ, რაც Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა კვირა დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა Tesla-მ კვლავ დაიწყოს ბიტკოინით (BTC) ანგარიშსწორების მიღება.
ბიტკოინი (BTC) ბოლო 24 საათის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა და მის ბოლო დღეების უმაღლეს ნიშნულს – $40,617-ს მიაღწია.
2021 წლის დაწყებასთან ერთად, ბიტკოინი (BTC) მთლიანობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა და მის უმაღლეს ნიშნულს $64,829-ს აპრილის 14 რიცხვში მიაღწია, რის შემდეგაც კვლავ ≈30% კლების შემდეგ მაისის თვეში $30,000-მდე ჩამოვიდა. ექსპერტების აზრით, Tesla-ს მიერ მსგავსი განცახდება ნამდვილად დიდი ბიძგის მიმცემი იქნება კრიპტოვალუტების ფასებისთვის.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ Tesla კვლავ განაახლებს კრიპტოვალუტების მიღებას, მაშინ, კრიპტომოყვარულთა აზრით, შესაძლოა ძალიან მალე შემდეგი “Bull Run” ვიხილოთ.
შენ რას ფიქრობ, როდის შეიძლება იყოს შემდეგი “Bull Run”?